ივანე აივაზოვსკი – “ეპიზოდი”
გავრცელებული ვერსიის თანახმად,სომხური წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი პეიზაჟისტ-მარინისტის,ბატალური ჟანრის დიდოსტატი მხატვრისა და მეცენატის – ივანე აივაზოვსკის (1817-1900 წლები) წინაპრები XVIII საუკუნეში გადასახლდნენ დასავლეთ სომხეთიდან გალიციაში (ისტორიული მხარე ცენტრალურ ევროპაში).თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც,რომლის თანახმადაც,აივაზოვის წინაპრები არა მხოლოდ სომხური,არამედ თურქული წარმომავლობის მქონენიც იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფაქტი თავისივე ჩანაწერებში აქვს დადასტურებული აივაზოვსკის.ივანეს მიერ დაწერილი პუბლიკაციებიდან ირკვევა,რომ მამამისი – კონსტანტინე (გევორქ) აივაზოვსკი ხშირად უყვებოდა მას,რომ მისი დიდი ბაბუა (დედის მხრიდან) ოსმალო მხედარმთავრის ვაჟიშვილი იყო,რომელიც რუსეთ-ოსმალეთის ომის მიმდინარეობისას (1696 წელს) სომეხი ეროვნების მქონე ადამიანმა იხსნა სიკვდილისაგან.სიკვდილისაგან დახსნილი ბავშვი კი შემდგომ იშვილა და გააქრისტიანა.ამასვე ადასტურებს რამდენიმე წყაროც.მათ შორის,ივანე აივაზოვსკის ბიოგრაფი – ნიკოლოზ კუზმინი.
აივაზოვსკის შესახებ საინტერესოა გამოჩენილი რუსი მწერლისა და დრამატურგის – ანტონ ჩეხოვის მოგონებებისც,რომელიც მხატვარს ფეოდოსიაში 1888 წელს ეწვია.იგი აღნიშნავდა,რომ ივანეს თავისი სიცოცხლის განმავლობაში არც ერთი წიგნი არ ჰქონდა წაკითხული, და როდესაც მას რომელიმე წიგნის წაკითხვას შესთავაზებდნენ,მისი პასუხი მუდმივად ასეთი იყო: – რაში მჭირდება წაკითხვა,თუკი მე საკუთარი აზრი გამაჩნიაო.