მუმიფიცირების მეტად უჩვეულო მეთოდი
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ კუნძულოვან სახელმწიფო – ფილიპინების რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ყველაზე დიდი კუნძულის – ლუსონის მთიან რეგიონებში მაცხოვრებელი ინიბალოის ეთნიკური ჯგუფის ხალხი,რამდენიმე ასეული წლის წინ თავიანთ გარდაცვლილებს არც მიწას აბარებდნენ და არც კრემაციას უკეთებდნენ.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ისინი მიცვალებულებს – შებოლილი სახით უკეთებდნენ მუმიფიცირებას. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომ,ინიბალოელთა მიერ გარდაცვლილთა მუმიფიცირების ტექნიკა სხვა ხალხების მუმიფიცირების ტექნიკისაგან ერთობ განსხვავებული გახლდათ.ინიბალოელი ხალხი მუმიფიცირების პროცესს ჯერ კიდევ მომაკვდავ ადამიანისაგან იწყებდნენ: მომაკვდავ ადამიანს კვებავდნენ მხოლოდ და მხოლოდ მცენარეული საკვებით,რათა ამ მეთოდით გაეწმინდათ მისი ორგანზმი,ხოლო შემდგომ მას მარილიან წყალს ასმევდნენ,რასაც თავის მხრივ,ორგანიზმის დეჰიდრატაცია ახლდა თან (ნივთიერებისათვის წყლის მოცილება).როდესაც მომაკვდავი იმიერში გადასახლდებდოა,მისი სხეულის თითოეულ ნაწილს მარილიანი წყლით საგულდაგულოდ რეცხავდნენ.მათი რწმენით გარდაცვლილი ადამიანი იმიერში ისეთივე ფიზიკური მდგომარეობით უნდა წარმდგარიყო,როგორადაც ემბრიონად ყოფნის პერიოდში იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ემბრიონის პოზაში მყოფ ცხედარს მცხუნვარე მზის ქვეშ ანთავსებდნენ და მის ირგვლივ,ისე რომ ცხედარი არ დამწვარიყო – ცეცხლს ანთებდნენ,რათა კვამლს მაქსიმალურად შეებოლა გარდაცვლილი.აღნიშნული პროცესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.იყო შემთხვევები,როდესაც ცხედრის შებოლვა ექვს თვემდეც კი გაგრძელებულა.ინიბაოელები ეგვიპტელებისაგან განსხვავებით,ცხედრებს შინაგან ორგანოებს არ აცლიდნენ.თუმცა მათ ერთობ უჩვეულო მეთოდით აშრობდნენ: გვამს პირში უდებდნენ სპეციალურ მილაკს,რომლის მეშვეობითაც ინიბაოელი მამაკაცები თუთუნის კვამლს უშვებდნენ ორგანიზმში.ასეთი სახის რეგიდრაციის შემდგომ,შებოლილ ცხედარს სხვადასხვა ბალახებისაგან დაყენებული ნაყენით წმენდნენ,კუბოსმაგვარ საგანში ანთავსებდნენ და უცხო თვალისაგან მალულად ამა თუ იმ გამოქვაბულში ასვენებდნენ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ინიბალოელი ხალხი საპატიო ადამიანების სტუმრობის შემთხვევაში მათ თავიანთი წინაპრების მეტად უჩვეულო მეთოდით მუმიფიცირებულ ცხედრებს აჩვენებდნენ,რის შემდგომაც ისინი კვლავაც გამოქვაბულებში გადაჰყავდათ. – (ავტორი გენია.ჯი)