დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ოფიციალური მონაცემების თანახმად,1881 – 1951 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში “ლინჩის წესით” გასამართლების 4 730 შემთხვევა დაფიქსირდა.ამ უსასტიკესი და არადამიანური მეთოდით დასჯილი იქნა 3 656 შავკანიანი და 1 074 თეთრკანიანი ადამიანი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ქვეყანაში “ლინჩის წესით” ხალხის დასჯას ათწლეულების განმავლობაში სრული გულგრილობით ეკიდებოდა აშშ-ის კონგრესი.თუმცა,როგორც ხდება ხოლმე,კონგრესმა დიდი ხნის დაგვიანებით,მაგრამ მაინც,ოფიციალურად მოიხადა ბოდიში თავისი უმოქმედობისა და გულგრილობის გამო.დაასახელეთ,რომელ წელს მოიხადა ოფიციალური ბოდიში აშშ-ის კონგრესმა თვითგასამართლების ამ ამაზრზენი მეთოდის მიმართ გამოჩენილი გულგრილობისა და უმოქმედობის გამო?
* * * * * * *
პასუხი: ოფიციალური ბოდიში აშშ-ის კონგრესმა გამოჩენილი გულგრილობისა და უმოქმედობის გამო 2005 წელს მოიხადა. – (ავტორი გენია.ჯი)