ტიტუს ფლავიუს ვესპასიანე – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,რომის იმპერატორის გარდაცვალების შემდგომ ერთგვარი საზეიმო-სამგლოვიარო ცერემონიალი,სახელწოდებით – “აპოთეოზი” იმართებოდა.თავის მხრივ,სიტყვა – აპოთეოზი ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და – “გაღმერთებას” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,აღნიშნული ცერემონიალის დასასრულს,გარდაცვლილი რომის იმპეტარორი – “ღმერთად” ცხადდებოდა და “კეთილმოწყალე ღვთაებათა” ხომლში იკავებდა ადგილს.

ერთ დღეს მძიმე სენით დაავადებულ რომის იმპერატორს – ტიტუს ფლავიუს ვესპასიანეს (9 – 79 წლები) მეგობარი ეწვია და ჰკითხა,როგორ ხარო,რაზეც სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა ვესპასიანემ მეტად ირონიული და მრავალმეტყველი პასუხი გასცა: – რაღა როგორ ვარ,მგონი ღმერთი ვხდებიო. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>