რამდენიმე ფრაზა
1. “როცა უკლებლივ ყველა შეშლილია,არავინ არაა შეშლილი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “რა განსხვავებაა,ადამიანურ ფასეულობებს ნთქავ თუ ცოცხალ ადამიანს?”
* * *
3. “ჩვენ უკუსვლით შევდივართ მომავალში.თუმცა არა მარტო უკუსვლით,არამედ უკუღმართი გზითაც”.
* * *
4. “სოციალიზმში ფული ნადირობს საქონელზე,კაპიტალიზმში კი,პირიქით,საქონელი ნადირობს ფულზე”.
* * *
5. “ნებისმიერი წესრიგის დამყარება გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს,მაშინ როდესაც უწესრიგობა თავისთავად მყარდება”.
* * *
6. “ჯოგი” ვერასოდეს იტანდა რჩეულს”.
* * *
7. “ისტორია ყველაზე დაუნდობლად სწორედ თავის ჭეშმარიტ შემოქმედთა კოჰორტებს მიერეკება სასაკლაოსკენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
8. “კულტურისა და ცივილიზაციის ნარეკლიანი გზა მოფენილია ცხედრებით”.
* * *
9. “ჩვენ ყოველთვის მომავლის ხარჯზე ვცხოვრობთ, და რა გასაკვირია,რომ ის კოტრდება?”
* * *
10. “თუ გინდა ხაზინაში შევიდეს ერთი ეკიუ,შენ უნდა აკრიფო ათი ეკიუ”. – (ავტორი გენია.ჯი)