ალექსანდრე კუპრინი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი მწერალი და მთარგმნელი - ალექსანდრე კუპრინი (1870-1938 წლები) არა მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენელთა მოტრფიალე,არამედ ალკოჰოლური სასმელების დიდი მოტრფიალეც გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) თვითმხილველთა (მათ შორის ლიტერატორის ქალიშვილის – ქსენია კუპრინას) გადმოცემების თანახმად,სახელოვანი მწერლისათვის ერთი სირჩა არაყიც კი საკმარისი ყოფილა,რომ მას მრისხანება დაუფლებოდა,დებოში აეტეხა და მეტად უცნაური საქციელების გამოვლინებები დაეწყო.რიგი გაზეთებისა ამ თუ იმ სტატიებში იუწყებოდა,რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კუპრინმა ფანჯრიდან ცხელი ყავით სავსე ჭიქა მოისროლა,ტანისამოსით იბანავა აუზში,მეუღლის კაბა ცეცხლს მისცა,ერთ-ერთ თანამეინახეს დავისას ჩანგალი დაარტყა და ასე შემდეგ.ალკოჰოლიკ მამას კუპრინის 4 წლის ქალიშვილმა ლექსიც მიუძღვნა.მუდმივად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მწერლის შესახებ კი ასეთი ფრაზაც იქნა გავრცელებული: “თუკი ჭეშმარიტება ღვინოშია,მაშინ წარმოიდგინეთ,რამდენი ჭეშმარიტება ყოფილა კუპრინშიო”. – (ავტორი გენია.ჯი)