“დედა-სამშობლო გვიხმობს!” – (ეპიზოდი)
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1941 წლის ივნისის ბოლოს საბჭოთა კავშირში ფართოდ იქნა გაცრცელებული დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი პროპაგანდისტული და აგიტაციური დატვირთვის მატარებელი პლაკატი,სახელწოდებით – “დედა-სამშობლო გვიხმობს!” – აღნიშნული პლაკატის ავტორი გახლდათ გამოჩენილი ქართველი მხატვარი და გრაფიკოსი – ირაკლი თოიძე (1902-1985 წლები). (ავტორი გენია.ჯი) როგორც მოგვიანებით ირაკლი იგონებდა,ამ პოპულარული პლაკატის დახატვის იდეა მას შემდგომ მოუვიდა თავში,რაც მასთან სახელოსნოში ყვირილით – “ომი დაიწყო”,- შევარდა თოიძის აღელვებული მეუღლე – თამარა თოიძე.პლაკატზე გამოსახული ერთობ მრისხანე სახის მქონე ქალის სახე ხელოვანმა სწორედ თავისი მეუღლისაგან – თამარისაგან აიღო.მალევე,გენიალური ქართველი პოეტის – შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების – “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაცილების შექმნელი მხატვრის მიერ დახატული პლაკატი – “დედასამშობლო გვიხმობს!” – მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას გავრცელებულ ყველა სხვა პროპაგანდისტულ სააგიტაციო პლაკატზე უფრო პოპულარული გახდა.როგორც ირაკლის ვაჟი გადმოგვცემს,პლაკატის სახელწოდება მხატვარმა თავისი საყვარელი მწერლისა და პოეტის – ანდრეი ბელის ერთ-ერთი ლექსის სტრიქონებიდან აიღო.საყურადღებოა ის გარემოება,რომ მეორე მსოფლიო ომში ირაკლი თოიძის მიერ შექმნილი პლაკატის მცირე ზომის ესკიზებს,როგორც საბრძოლო სულისკვეთების ამამაღლებელ და ერთი დიადი იდეით გამაერთიანებელ სიმბოლოს,უამრავი საბჭოთა ჯარისკაცი ატარებდა თან.ასე რომ,მეორე მსოფლიო ომის ყველაზე პოპულარული პროპაგანდისტული და აგიტაციური დატვირთვის მატარებელი პლაკატი ქართველი მხატვრის მიერ იქნა დახატული,ხოლო მასზე გამოსახული ქალის სახე კი ასევე ქართველი ქალის სახისაგან იქნა აღებული. – (ავტორი გენია.ჯი)
ირაკლი თოიძე
თამარა თოიძე