საფარმურატ ნიაზოვი (თურქმენბაში) – “ეპიზოდი”
საფარმურატ ნიაზოვს (1940-2006 წლები),მრავალი ზედსახელი ჰქონდა მინიჭებული.მაგალითად მას მოიხსენიებდნენ, როგორც “თურქმენბაში”, რაც თურქმენულ ენაზე აღნიშნავს “თურქმენთა უფროსს” (მეთაურს), მოიხსენიებდნენ მეორე სახელითაც “სერდარი”, რაც თარგმანით “ბელადს” აღნიშნავს.გარდა ამისა მას მოიხსენიებდნენ,როგორც “სამუდამოდ დიადი საფარმურატ თურქმენბაში”.იგი გახლდათ თურქმენეთის “სამუდამო პრეზიდენტი”,რომელმაც საკუთარი სახელის “კულტი” დაამკვიდრა ქვეყანაში. (ავტორი გენია.ჯი) მისი პიროვნების შესახებ არაერთი ლეგენდა და მითი დადიოდა,რომელთა უმრავლესობა სრულ სიმართლეს შეესაბამებოდა,მაგალითად ყველასათვის ცნობილია,რომ საფარმურატი განსაკუთრებული მოყვარული გახლდათ “ფუფუნებისა” და განსაკუთრებით კი უზარმაზარი ზომის უძვირფასესი ბეჭდებისა,რომლებიც შემკული გახლდათ ზურმუხტით (ისლამის ფერი) და ბრილიანტებით.განსაკუთრებით ცნობილი იასამნისფერი ბრილიანტი,რომელსაც იგი ხშირად ატარებდა 19 კარატის წონის გახლდათ.განსაკუთრებით ხშირად ესოდენ ძვირფასს ბეჭდებს საფარმურატი უცხოელ სახელმწიფოს მეთაურებთან შეხვედრის დროს ატარებდა.მისი საჯინიბო,რომელიც ასეულობით საუკეთესო ჯიშის ცხენისაგან შედგებოდა,ერთ-ერთ საუკეთესო საჯინიბოდ იყო ცნობილი მსოფლიოში.ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მან განაცხადა,რომ მისი მმართველობის სტილი ძველი აღმოსავლელი მმართველების სტილს ესადაგებოდა და ხშირად მათებრ გადიოდა ხალხში,ძირითადად აშხაბადის ქუჩებში,სადაც გებულობდა თუ რა უჭირდა ხალხს. (ავტორი გენია.ჯი) ხალხში კი ისეთი ოსტატურად გაკეთებული გრიმით გადიოდა,რომ მას ვერავინ ცნობდა.აქვე აღნიშნა ისიც,რომ მას გრიმში არა მარტო უბრალო მოსახლეობა,არამედ საკუთარი მინისტრის კაბინეტის წევრებიც კი ვერ ცნობდნენ,მათ შორის იგი ვერ იცნო ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმაც.თავად საფარმურატ ნიაზოვი აცხადებდა,რომ მის პირად საკუთრებაში 3 მილიარდი დოლარის აქტივები შედიოდა,რაც მას ერთ-ერთ უმდიდრეს სახელმწიფო მმართველად აქცევდა.მისი გარდაცვალების შემდგომ 2006 წლის 21 დეკემბერს,იგი დაკრძალულ იქნა საგვარეულო მავზოლეუმში,მშობლიურ სოფელ კიპჩაკში,რომელიც თურქმენეთის დედაქალაქიდან 15 კილომეტრის მოცილებით მდებარეობს. (ავტორი გენია.ჯი) იქვე აღმართულია “თურქმენბაში რუხის მეჩეთი” რომელიც ყველაზე დიდი მეჩეთია შუა აზიის ტერიტორიაზე და მასში ლოცვა ერთდროულად 10 000 ადამიანს შეუძლია.
“თურქმენბაში რუხის მეჩეთი” – საფარმურატის მშობლიურ სოფელ კიპჩაკში