კომოდუსი – “ეპიზოდი”
ლეგენდად ქცეული რომის ფილოსოფოსი იმპერატორის – მარკუს ავრელიუსის გარდაცვალების შემდგომ საიმპერატორო ტახტი 180 წლის 17 მარტს დაიკავა - ლუციუს ავრელიუს კომოდუს ანტონიუსმა (161-192 წლები),რომლის სახელიც მალევე იქცა მრუშობისა და ძალადობის სინონიმად. (ავტორი გენია.ჯი) შიზოიდი კალიგულას დაბადების დღეს (31 აგვისტო) დაბადებული კომოდიუსი ბავშვობიდანვე სასტიკი თვისებებით გამოირჩეოდა.იგი ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში იმყოფებოდა,როდესაც თავისი ქვეშევრდომის ღუმელში დაწვა ბრძანა მხოლოდ იმისათვის,რომ დასაბანი წყალი ზომაზე მეტად გააცხელა.ტახტზე ასვლისთანავე ამ ამაზრზენმა მმართველმა რომის ტერიტორიების გაფართოებისათვის წამოწყებული ყველა ბრძოლა შეწყვიტა (დაუზავდა სარმატებსა და დაკებს) და მოაწყო მასშტაბური საყოველთაო ზეიმები,რამაც თავდაპირველად რომაელთა დიდი აღტაცება გამოიწვია.მაგრამ მალევე ცხადი გახდა,რომ ავრელიუსისაგან განსხვავებით,კომოდუსი სახელმწიფოებრივად სრულიად არ აზროვნებდა.მისი ერთადერთი ჰობი – გართობა და დროსტარება იყო.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ რომის იმპერიის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებს მისი ფავორიტები წყვეტდნენ (გარყვნილი თვისებების მქონე კომოდუსის ჰარემი 300 ქალისა და მამაკაცისაგან შედგებოდა).როგორც ცნობილია,იმპერატორს ერთობ უყვარდა გლადიატორებთან ბრძოლა,სადაც როგორც წესი გამარჯვებული ყოველთვის თავად რჩებოდა.გამრჯვების შემდგომ სენატორები ვალდებულები იყვნენ თავიანთი მმართველისათვის ერთხმად ეძახათ არენაზე: “შენ – ღმერთი ხარ,შენ – პირველი ხარ,შენ – ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხარ! შენ ყოველთვის გამარჯვებული ხარ და ასევე იქნები მარადჟამს გამარჯვებული!”
შიზოიდ კომოდუსს იუმორის გრძნობაც მეტად ამაზრზენი სახის გააჩნდა.იგი არა მხოლოდ ქალის ტანსაცმელით ცხადდებოდა სტუმრების წინაშე,არამედ მათთვის მზარეულებს,რაოდენ საკვირველიც და საძაგელიც არ უნდა იყოს, – ფეკალიებისაგან ამზადებინებდა “კერძებს”.
კომოდუსი სიკვდილით სჯიდა არა მხოლოდ მის წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებებში მონაწილეებს,არამედ მათაც,ვინც ეს შეთქმულებები მის ყურამდე მიიტანა.ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ პრეტორიის პრეფექტი – ტიგიდიუს პერენი.საბოლოო ჯამში,რომის ოდიოზი მმართველი მაინც შეთქმულების მსხვერპლი გახდა 192 წლის 31 დეკემბერს. – (ავტორი გენია.ჯი)