დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,ვიქტორიანული ერის ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ მწერალსა და რომანისტს – ჩარლზ დიკენსს (1812-1870 წლები) ძალიან ებრალებოდა “მსუბუქი ყოფაქცევის ქალები” და ხშირად ეხმარებოდა კიდეც მათ,როგორც ფინანსურად,ასევე მორალურადაც.თუმცა ამ ქმედებებიდან საზოგადოების განსაკუთრებული მხარდაჭერა და მოწონება მაინც დიკენსის ერთ შესანიშნავ ქმედებას ხვდა წილად.დაასახელეთ,რა სიკეთე გაუკეთა “მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს” დიკენსმა ისეთი,რამაც იგი კიდევ უფრო სახელოვან ადამიანად აქცია ინგლისში?
* * * * * * *
პასუხი: ჩარლზ დიკენსმა ქველმოქმედ ინგლისელ ქალთან – ანჯელა ჯორჯინია ბერდეთიკოუტსთან ერთად დააარსა “მეძავთა თავშესაფარი”,სახელწოდებით – “ურანია კოტეერი”,სადაც მხოლოდ იმ მეძავებს იღებდნენ,რომლებსაც ძველი “პროფესიისათვის” თავის დანებება და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება სურდათ. – (ავტორი გენია.ჯი)