ჟან თეოფილ ჰომოლი – “ეპიზოდი”

1904 წელს პარიზში განთავსებული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მუზეუმის – “ლუვრის” დირექტორად დანიშნული იქნა დიდი ფრანგი არქეოლოგი და ფილოლოგი – ჟან თეოფილ ჰომოლი (1848-1925 წლები).როგორც ცნობილია,აღნიშნული მუზეუმიდან 1911 წლის 21 აგვისტოს მოპარული იქნა ლეონარდო და ვინჩის უკვდავი ქმნილება – “მონა ლიზა”. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,სანამ “ჯოკონდას” მოიპარავდნენ,რამდენიმე ხნით ადრე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე შესაძლებელი იყო თუ არა ლეონარდოს ამ გენიალური ქმნილების მუზეუმიდან მოპარვა,თეოფილემ ასეთი პასუხი გასცა: – მონა ლიზას” მოპარვა ჩვენი მუზეუმიდან ისევე შეუძლებელია,როგორც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან ზარების უჩუმრად მოპარვაო.მაგრამ “ჯოკონდას” გაუჩინარების შემდგომ ლუვრის მუზეუმის დირექტორის განცხადება მალევე იქცა დაცინვის საგნად (პარიზელები ხუმრობდნენ,რომ “ჯოკონდას” შემდგომ მოპარვის რიგში “ეიფელის კოშკი” დგასო).ის კი არა და, ჰომოლი რამდენიმე ხნის განმავლობაში გამოძიების მიერ ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილადაც კი იყო მიჩნეული “მონა ლიზას” საქმეში.

ჟან თეოფილ ჰომოლი დაკავებული თანამდებობიდან 1911 წელსვე გადადგა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>