სად და რატომ მოიხმარდა მასობრივად მოსახლეობა ოჩოფეხებს?

ოჩოფეხები – თანამედროვე სამყაროში,როგორც წესი – ქუჩის ან ცირკის მსახიობებთან ასოცირდება,თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ აღნიშნულ ატრიბუტებს XX საუკუნის დასაწყისამდე მასიურად მოიხმარდნენ საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში განთავსებულ ლანდის რაიონში მაცხოვრებელი მწყემსები. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მოწყობილობა ლანდელ მწყემსებს საშუალებას აძლევდა მაღლიდან ედევნებინათ თვალი თავიანთი ცხვრებისა და თხების ფარებისათვის.რადგანაც ლანდის რეგიონის საძოვარ მიწებს ძირითადად ჭაობიანი ადგილები წარმოადგენდა,მათთვის მწყემსის მოველეობის შესრულება ძალიან პრობლემატურ საკითხად მიიჩნეოდა.გამოსავალი დიდი ხნის განმავლობაში არ ჩანდა.თუმცა XIX საუკუნეში ლანდელებმა მაინც მიაგნეს მეტად საინტერესო გამოსავალს,რაც – ოჩოფეხების გამოყენებაში მდგომარეობდა.თავის მხრივ,ოჩოფეხებმა იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვეს ზემოაღნიშნულ რეგიონში,რომ ბავშვებს პატარაობიდანვე აჩვევდნენ მათ მოხმარებას.საყურადღებოა ისიც,რომ ოჩოფეხებზე თავისუფლად იცავდნენ წონასწორობას არა მხოლოდ ლანდელი მამაკაცები,არამედ მანდილოსნებიც კი.

1808 წელს ლანდის რაიონი ამალის თანხლებით გადაკვეთა ნაპოლეონ ბონაპარტის მეუღლემ – ჟოზეფინა ბოარნემ,რომელიც გააოცა იმ ფაქტმა,რომ ლანდელთა უმრავლესობა (დიდიან-პატარიანად) ოჩოფეხების საშუალებით  გადაადგილდებოდნენ.

XIX საუკუნეში ლანდის რაიონის ჭაობიან მიწებზე მასობრივად დაიწყეს ადგილობრივებმა ხეების დარგვა.ხეების მასობრივად დარგვამ კი დროთა განმავლობაში ტყეები წარმოშვა და ჭაობიანი ადგილები დააშრო.შესაბამისად,ოჩოფეხებმაც დაკარგეს თავისი ძველი ფუნქცია.თუმცა ლანდელი მწყემსები მაინც ოჩოფეხებით გადაადგილებას ანიჭებდნენ უპირატესობას,რადგან ასე უფრო პრაქტიკული იყო ცხვრის ფარების ზემოდან კონტროლი. XX საუკუნეში ეს ტრადიცია ლანდის კომუნაში საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>