ჯორჯ ბერნარდ შოუ – “ეპიზოდი”

ლიტერატურულ ასპარეზზე ახლადფეხშებიჯებულ - ჯორჯ ბერნარდ შოუს (1856-1950 წლები),რომელიც მეტად სხარტი აზროვნებითა და გონებამახვილური პასუხებით გამოირჩეოდა,ერთ-ერთმა სიმდიდრით გაყოყოჩებულმა ამერიკელმა ფინანსისტმა ჰკითხა,რა საკითხზე იყო იგი ასე ღრმად ჩაფიქრებული, და აღუთქვა,რომ თუ შოუ მის დასმულ შეკითხვას უპასუხებდა,ასეთ შემთხვევაში მისგან ჯილდოდ – ერთ ამერიკულ დოლარს მიიღებდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ ბერნარდი ძალიან გააღიზიანა ფინანსისტის მიერ შეთავაზებულმა ცინიკურმა წინადადებამ,მან როგორც ჩვეოდა ხოლმე,თავი ხელში აიყვანა და დასმულ შეკითხვას თავმდაბლურად უპასუხა: – სიმართლე გითხრათ,ის,რაზეც მე ახლა ვფიქრობ,ნამდვილად არ არის ერთი დოლარის საფასურიც კი.

ფინანსისტი შოუს პასუხმა არ დააკმაყოფილა და კიდევ უფრო ჩაეძია მას:

- მაინც,მაინც რაზე ფიქრობთ?

- თქვენზე,ჩემო ბატონო! ახლა მხოლოდ თქვენზე ვფიქრობ, – ერთმნიშვნელოვნად უპასუხა ჯორჯმა ფინანსისტს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>