“ონორიო ბუსტოს დომეკი”
“ონორიო ბუსტოს დომეკი” - გახლავთ ფსევდონიმი,რომლითაც აქვეყნებდნენ თავიანთ ერთობლივ ნაწარმოებებს,გენიალური არგენტინელი მწერლები – ხორხე ლუის ბორხესი და ადოლფო ბიოი კასარესი.მათ 1942 წელს გამოაქვეყნეს ერთობლივი დეტექტიური ჟანრის თხზულებები,სახელწოდებით “ექვსი დავალება დონ ისიდრო პაროდისათვის”.1946 წელს თხზულებებს,სახელწოდებით “ორი ღირშესანიშნაობა ფანტაზიისა”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ნაწარმოებებს ორივე არგენტინელი მწერალი ერთობლივად წერდნენ და ავტორად ონორიო ბუსტოს დომეკს ასახელებდნენ,რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა და მხოლოდ ფსევდონიმი გახლდათ,რომლის ქვეშ იწერებოდა და გამოიცემოდა დიდი არგენტინელი მწერლების ნაწარმოებები.ერთ-ერთ ინტერვიუში ბორხესი ამბობდა,რომ ბიოი კასარესთან ერთად შექმნილმა ნაწარმოებებმა სრულიად ახალი ხმა გამოსცა იმ ავტორისა,რომელიც არ არსებობდა და ამასთანავე შეუძლებელი იყო,მათში ან ბორხესის,ან კიდევ კასარესის ხელწერის აღმოჩენა.სახელი ბუსტოსი და დომეკი” კი მათი წინაპრების სახელები იყო,რომელიც შემდგომში ფსევდონიმად იქნა გამოყენებული.აღსანიშნავია,რომ გარდა ონორიო ბუსტოს დომეკის ფსევდონიმისა,1946 წელს გამოცემულ იქნა პაროდიული ჟანრის ნაწარმოები “მოდელი სიკვდილისათვის”,რომელიც ანალოგიურად იქნა ერთობლივად დაწერილი ბორხესისა და კასარესის მიერ და იგი გამოსცეს სხვა ფსევდონიმით “სუარეს ლინჩი”. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ რაც ბორხესი დაბრმავდა,მათ ერთად კვლავ გამოსცეს ნაწარმოებები: “ბუსტოს დომეკის ქრონიკები” 1967 წელს და “ახალი თხზულებები ბუსტოს დომეკისა”,დაწერილი 1977 წელს.თუმცა აღნიშნული ნაწარმოებები აღარ გამოცემულა რაიმე ფსევდონიმით და მათზე მითითებული იყო ორივე ავტორის სახელი.