რა გაუგონარი მეთოდით დასაჯეს ლოკუსტა?
ლოკუსტა (I საუკუნე) – წარმოადგენდა გალური წარმომავლობის მქონე რომაელ დაქირავებულ მკვლელსა და საწამლავების დამზადების დიდოსტატ ქალს,რომლის “მომსახურებითაც” საკმაოდ ხშირად სარგებლობდნენ ისეთი გავლენიანი რომაელები,როგორებიც გახლდნენ – აგრიპინა უმცროსი (ნერონის დედა),კალიგულა და ნერონი. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,ძველ რომში არასასურველი ადამიანების მოწამვლის გზით ჩამოცილება ერთობ გავრცელებული მოვლენა გახლდათ.დიდი რომაელი ისტორიკოსის – ტიტუს ლივიუსის გადმოცემის თანახმად ირკვევა,რომ მხოლოდ 331 წელს მოწამვლის გზით სიცოცხლე მოუსპეს 100-მდე პატრიციებს.პრინციპატის პერიოდში კი ამ ამაზრზენი მეთოდით ადამიანების მოკვდინება იმდენად ფართოდ იქნა გავრცელებული,რომ მოსალოდნელი საფრთხიდან თავის აცილების მიზნით შექმნილი იქნა სპეციალური დეგუსტატორების კოლეგია,რომლის მოვალეობასაც წარმოადგენდა ხელისუფლების უმაღლესი პირებისათვის (მათ შორის პატრიციებისათვისაც) განკუთვნილი კერძების შემოწმება.
იმ პერიოდის რომში საუკეთესო საწამლავების დამზადების ოსტატად მიჩნეული გახლდათ გალური წარმომავლობის მქონე რომაელი ქალი – ლოკუსტა.მისი სახელი განსაკუთრებით მაშინ გახმაურდა,როდესაც იგი აგრიპინამ დაიქირავა საკუთარი მეუღლის – კლავდიუსის გზიდან ჩამოსაცილებლად.ლოკუსტამ თავისი საწამლავის მეშვეობით შეაზავა იმპერატორ კლავდიუსისათვის განკუთვნილი სოკოსაგან დამზადებული კერძი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ,როგორც წესი,აღნიშნული წესი პირველად უნდა გაესინჯა იმპერატორის კერძების დეგუსტატორს,სახელად – ჰალოტუსს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ერთ-ერთი ვერსიით,კლავდიუსის წინააღმდეგ შეთქმულებმა მისი მოსყიდვა შესძლეს.შესაბამისად,აგრიპინამ საკუთარი მეუღლე იმიერში ლოკუსტას მიერ დამზადებული საწამლავის საშუალებით გაისტუმრა.
კლავდიუსის სოკოთი მოწამვლის ფაქტი ცნობილი იყო რომის შიზოიდი იმპერატორის – ნერონისთვისაც,რის გამოც იგი თეთრი სოკოსაგან დამზადებულ კერძს არასოდეს ჭამდა.ლოკუსტას “მომსახურებით” ხშირად სარგებლობდა თავად ნერონიც.მის მიერ დამზადებული საწამლავების მეშვეობით,გერმანიკუსმა უამრავი არასასურველი ადამიანი მოაკვდინა.საწამლავების დამზადების დიდოსტატ ალქიმიკოს ქალს ყველა გაურბოდა და შეიძლება ითქვას,რომ მისი არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეებს,არამედ გავლენ რომაელებსაც კი ეშინოდათ.უნდა შევნიშნოთ,რომ ლოკუსტას ერთობ დიდი შიში გააჩნდა იმისა,რომ ამდენი ბოროტების ჩადენისათვის ოდესღაც თავადაც საწამლავის მსხვერპლი გახდებოდა.იმისათვის,რომ ორგანიზმი საწამლავის ზემოქმედებისათვის მიეჩვია,იგი მცირე დოზით ყოველთვის იღებდა სხვადასხვა სახეობის შხამებს.მაგრამ ისეთი გაუგონარი მეთოდით აღსასრული,რომელიც ყველა რომაელისათვის საძულველ ქალს ელოდა წინ,არა მხოლოდ მისთვის,არამედ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისათვისაც წარმოუდგენელი იყო.
მას შემდგომ,რაც რომის საიმპერატორო ტახტზე სერვიუს სულპიციუს გალბა ავიდა,მისი ბრძანებით მრავალი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ლოკუსტა დააკავეს.დაკავებული ქალი ჯერ სპეციალურად გაწვრთნილ ცხოველებს გააუპატიურებინეს საჯაროდ (ერთ-ერთი ყველაზე სანდო ვერსიით – ჟირაფს),ბოლოს კი,რამდენიმე კვირის ნაშიმშილებ მტაცებლებს შეუგდეს გალიაში და ნაწილებად დააგლეჯინეს.ასეთი ამაზრზენი და გაუგონარი მეთოდით დასაჯეს რომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ქალი – ლოკუსტა რომაელებმა. – (ავტორი გენია.ჯი)