ოთარ ჩხეიძე წერდა…
მას შემდგომ,რაც 1979 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ჯარები შეიყვანა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად,გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა და ლიტერატურათმცოდნემ – ოთარ ჩხეიძემ (1920-2007 წლები) თავის დღიურში ასეთი სახის ჩანაწერი გააკეთა:
“რა ჯანდაბა გვინდა,რა ჩვენი საქმეა,რა ჩვენი საქმეა!.. რუსეთს უნდა რო ავღანეთი დაიპყროს,ჩვენ რაო,ჩვენ რად გვერეკება დამპყრობლადა, – ჩვენი უბედურება არ გვყოფნის,ჩვენ თვითონ პყრობილთა,უბედურთა და განწირულთა?!. ეს რა ბედია,რომაელებს ვუპყრობდით,ირანს ვუპყრობდით,ბიზანტიელებს ვუპყრობდით,არაბებს ვუპყრობდით,მონგოლებს ვუპყრობდით,ოსმალებს ვუპყრობდით,რუსეთს ვუპყრობდით და ვუპყრობთ ასე გაუთავებლად,ჩვენ რო ვთავდებით და იღვსებიან ისინი,იბერებიან თუ იწელებიან,შემორტყმიან მიწასა; ყველგან ომი აქვთ,ყველგან დავიდარაბა აქვთ,ქვეყანასა ძარცვავენ,მთელს ქვეყანასა,ყველა მატერიკსა ძარცვავენ და ამას კაცობრიობის უმაღლესი იდეალებისაკენ სწრაფვას უწოდებენ.მეტი გახრწნილება აღარც შეიძლება,არა,არა,აღარ შეიძლება”. – (ავტორი გენია.ჯი)