“დამაკვირდი”
1. “მხოლოდ სამკვდრო-სასიცოცხლო გასაჭირში მიხვდება კაცი,რის ჩადენა შეუძლია და რის არა.იგი შეიცნობს თავის თავს – ეგ არის და ეგ!” – ჯონ გოლზუორთი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “ძაღლი უყურებს კეტს,ლომი კი მას,ვინც კეტი მოუღერა”. – (ძველი ბერძნული სიბრძნე)
* * *
3. “თუკი შენი მოწინააღმდეგეები პირად შეურაცხყოფაზე გადავიდნენ,დარწმუნებული იყავი,რომ – გაიმარჯვებ”. – ადრიანო ჩელენტანო
* * *
4. “ტვინი ყველას აქვს,უბრალოდ მის ინსტრუქციაში ყველა ვერ გაერკვა”. – ჰიუ ლორი
* * *
5. “რაში გჭირდებათ იარაღი,როდესაც ინტელექტითა ხართ შეიარაღებული?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. “ადამიანი მხოლოდ თავის ბედნიერების დაახლოებით ნახევარს და თავისი უბედურების დაახლოებით ნახევარს თუ გაუძლებს”. – ჯონ გოლზუორთი
* * *
7. “პირველად ბედმა იცის ღალატი.ბედი ძალუმ უცნაური რამ არის,დანამდვილებით მისი მარტო ის იცი,რომ იგი უთუოდ შეტრიალდება და საქმე ეგ არის,მიხვდე,როდის აპირებს შეტრიალებას”. – ბრეტ ჰარტი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
8. “არავისა აქვს იმდენი საერთო საქმე ამ სამყაროში,როგორც ღმერთსა და ადამიანს”. – ბესიკ ხარანაული
* * *
9. “უკვდავების მოპოვება ადამიანებს სიცოცხლის ფასად გვიჯდება ხოლმე”. – რამონ დე კამპოამორი
* * *
10. “ყოველი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებით იწყება”. – (ავტორი გენია.ჯი)