ბაიაზიდ II – “ეპიზოდი”
ოსმალეთის იმპერიის სულთნის – ბაიაზიდ II (1447-1512 წლები) მმართველობის წლებში, ქვეყნის დედაქალაქ სტამბოლში სულთანთან შესახვედრად ჩასული სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ვალდებულები იყვნენ თურქული აბანოებით ესარგებლათ, რადგან ფადიშაჰს განსაკუთრებით აღიზიანებდა ადამიანს რომ ცუდი სუნი ასდიოდა, რომელიც რაღა თქმა უნდა, დაუბანლობისაგან იყო გამოწვეული. (ავტორი გენია.ჯი) ბაიაზიდთან ოფიციალურ მიღებაზე ჩასულ ივანე III რუს ელჩს დიდად არ ეპიტნავა სულთნის ქვეშევრდომების მიერ წაყენებული ულტიმატუმი – ესარგებლა თურქული აბანოთი, მაგრამ ის იმის შიშით რომ შორეულ გზაზე პოლიტიკური მიზნით ჩასულს სულთანი არ მიიღებდა, იგი ოსმალების მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდა. საყურადღებოა ის გარემოებაც რომ, იმ შემთხვევაში, თუკი სულთანთან მიღების წინ რომელიმე ქვეყნის ელჩი თურქულ აბანოში ბანაობაზე უარს განაცხადებდა, მას უმალვე აძევებდნენ სტამბოლიდან. კიდევ უფრო საყურადღებოა ის, რომ თავად ბაიაზიდს თავის ცხოვრებაში არასოდეს უსარგებლია თურქული აბანოთი (და საერთოდ არც ერთი აბანოთი), რადგან თავად მას – ბანაობა საშინლად სძულდა. – (ავტორი გენია.ჯი)