ჟოზე ედუარდო აგუალუზა
ჟოზე ედუარდო აგუალუზა - დაიბადა 1960 წლის 13 დეკემბერს ანგოლის ქალაქ უამბოში.იგი გახლავთ თანამედროვე ანგოლელი მწერალი.საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე იცხოვრა პორტუგალიაში,კერძოდ ლისაბონში,ხოლო მოგვიანებით გადავიდა რიო დე ჟანეიროში (ბრაზილია).პირველი რომანი “შეთქმულება” გამოაქვეყნა 1989 წელსრომელიც გახლავთ ისტორიულ-მხატვრული ნაწარმობი,სადაც გადმოცემულია ანგოლის დედაქალქის ლუანდასი განვითარებული მოვლენები 1880-1911 წლებში.მეორე რომანი “წყეულთა ბაზარი”,გამოქვეყნებულ იქნა 1992 წელს და დიდი აღიარების მომტანი შეიქნა მწერლისათვის.1996 წელს ქვეყნდება აგუალუზას შემდეგი რომანი,სახელწოდებით: “წვიმების სეზონი”,სადაც საკუთარი ავტობიოგრაფიის სიუჟეტები აქვს მოყვანილი.მისი შემოქმედების უმთავრეს მოტივს წარმოადგენდა ანგოლის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და სამოქალაქო ომის მიერ მოტანილი უმძიმესი შედეგები ანგოლელი საზოგადოებისათვის.თავის რომანებსი იგი გადმოსცემს არა მარტო რეალურ ისტორიულ ფაქტებს,არამედ ფიქტიურა,ფანტასტიკურ მოვლენებსაც. (ავტორი გენია.ჯი) დღევანდელ დღემდე მწერალს 8 რომანი აქვს დაწერილი,გარდა ამისა იგი ავტორია რამდენიმე თხზულების და ლექსების კრებულისა.იგი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადსხვა ჟურნალ-გაზეთებთან და რადიოსთან.მისი ნაწარმოებები დაწერილია პორტუგალიურ ენაზე.წარმომავლობით ჟოზე,მკვიდრი ანგოლელი გახლავთ “კრეოლთა ხალხისა”.მიუხედავად იმისა,რომ მისი შემოქმედება პორტუგალიურ ენაზეა დაწერილი,იგი ამბობს,რომ პორტუგალიური ენა აღარ გახლავტ დომინანტი ანგოლაში და ადგილობრივი აფრიკული ენები,თავის ფუნქციებს იბრუნებენ.ჟოზე ედუარდო აგუალუზა ერთ-ერთ საუკეთესო ტანამედროვე ანგოლელ მწერლადაა მიჩნეული და იგი დღესაც აქტიურად არის ჩართული ლიტერატურულ მოღვაწეობაში. (აქვტორი გენია.ჯი) მის მიერ დაწერილი ნაწარმოებებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს რომანი “ქვა წყლის ქვეშ” და “მამაჩემის ქალები”.2006 წელს მწერალმა დააარსა გამომცემლობა Lingua Geral,რომელიც ძირითადად გამოსცემს ნაწარმოებებს,დაწერილს პორტუგალიურ ენაზე.