ოსმალეთის იმპერია – “ეპიზოდი”
ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციულ ცენტრში – თოფქაფის სასახლეში,რომელიც თავის მხრივ,სტამბოლში გახლდათ განთავსებული,სულთანთან მიღებაზე მისული სტუმრები საშინელი სანახაობის მოწმენი ხდებოდნენ: შესასვლელ კარებთან ახლოს განთავსებულ ორ სვეტზე ადამიანების მოკვეთილი თავები იყო ჩამოკიდებული. (ავტორი გენია.ჯი) იქვე მდებარე შადრევანი კი სპეციალურად ჯალათებისათვის გახლდათ განკუთვნილი,რათა მასში თავიანთი სისხლიანი ხელები დაებანათ.ეს ამაზრზენი სანახაობა თავის მხრივ,დიდად დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენდა სულთნის სტუმრებზე.თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ იგი ფადიშაჰის უსაზღვრო ძალაუფლებასაც უსვამდა ხაზს.საინტერესოა ის გარემოება,რომ ოსმალეთის იმპერიის მმართველებს თითქმის არასოდეს ჰყოლიათ სპეციალურად გაწვრთნილი ჯალათების კორპუსები.ამ საშინელ მოვალეობებს უმეტეს წილად სულთნის სასახლის ბაღებში დასაქმებული მებაღეები ასრულებდნენ.სიკვდილმისჯილ მსხვერპლთა დიდ ნაწილს ისინი თავის მოკვეთით სჯიდნენ,მაგრამ როგორც ცნობილია,სასტიკად იკრძალებოდა იმ სიკვდილმისჯილების სისხლის დაღვრა,რომლებიც სულთნის ოჯახის წევრებსა და იმპერიის მაღლჩინოსნებს წარმოადგენდნენ.ამიტომ მათ,როგორც წესი – გუდავდნენ.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ სულთნის სასახლის მთავარი მებაღეები ფიზიკურად ძალიან ძლიერი მონაცემების იყვნენ,რათა მათ სწრაფად მოეხრჩოთ სულთნის მიერ სასიკვდილოდ გამეტებული ადამიანები. – (ავტორი გენია.ჯი)