ჰელენ ადამს კელერი – “ეპიზოდი”
მოგზაურობის მოყვარულმა დიდმა ამერიკელმა მწერალმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა ქალმა – ჰელენ ადამს კელერმა (1880-1968 წლები),რომელიც ცნობისათვის,უსინათლო ადამიანი გახლდათ,თავისი ცხოვრების განმავლობაში ოცდაცხრამეტ ქვეყანაში იმოგზაურა. (ავტორი გენია.ჯი) 1930-იან წლებში “ჩემი ცხოვრების ისტორიის” ავტორმა კელერმა “ამომავალი მზის” ქვეყანაში – იაპონიაში იმოგზაურა,სადაც მას ძალიან დიდი სიყვარულითა და პატივით დახვდნენ.აღნიშნული ვიზიტისას ერთ-ერთმა იაპონელმა პოლიციელმა,რომელიც ჰელენის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო,თავის კუმირ მწერალ ქალს საჩუქრად აკიტა-ინუს შესანიშნავი ჯიშის ძაღლი აჩუქა,რომელსაც სახელად – “კამიკაძე-გო” ერქვა (ცნობისათვის,სწორედ აკიტა-ინუს ჯიშის ძაღლი გახლდათ ლეგენდარული – ჰაჩიკო,რომლის შესახებაც გადაღებულია ფილმები და დაწერილია მრავალი წიგნი).სამშობლოში კელერი იაპონელი პოლიციელის მიერ ნაჩუქარი ძაღლითურთ დაბრუნდა და სწორედ ეს გახლდათ პირველი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში აკიტა-ინუს ჯიშის ძაღლის გამოჩენისა.თუმცა,სულ რაღაც ერთ წელიწადში ჰელენს საყვარელი ძაღლი მოუკვდა.მას შემდგომ,რაც იაპონიის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია შეიტყო,კელერს აშშ-ი აკიტა-ინუს მეორე ძაღლი,სახელად – კენძან-გო გაუგზავნა,რამაც ამერიკელი მწერალი ქალის იმდენად დიდი სიხარული გამოიწვია,რომ იაპონიის ხელისუფლებისა და ზოგადად,იაპონელი ხალხისათვის მადლობის სათქმელად,იგი სპეციალურად ეწვია “ამომავალი მზის” ქვეყანას. – (ავტორი გენია.ჯი)
აკიტა-ინუ
ჰაჩიკო