“ტყვე გერმანელთა მარში” – (ეპიზოდი)
მას შემდეგ,რაც გერმანელ ფაშისტთა ჯარები მოსკოვს მიადგნენ,ადოლფ ჰიტლერმა მესამე რაიხის არმიის ჯარისკაცებს შემდეგი სახის მიმართვა გაუგზავნა:
“ჯარისკაცებო! ჩვენს წინ მოსკოვია! ორი წლის ომის განმავლობაში კონტინენტის ყველა დედაქალაქმა თავი მოიხარა ჩვენს წინაშე,ჩვენ მხიარული მწყობრით გავიარეთ საუკეთესო ქალაქების ქუჩები.დარჩა მოსკოვი,აიძულეთ იგი დაიჩოქოს,უჩვენეთ ჩვენი იარაღის ძალა,გაიარეთ მის მოედანზე.მოსკოვი ეს ომის დასასრულია.მოსკოვი ეს დასვენებაა.წინ!” – (ავტორი გენია.ჯი)
მოსკოვის მისადგომებთან მდგომი ერთ დროს უძლეველი გერმანულ არმია 1944 წლის ზაფხულში სამხედრო ოპერაცია “ბაგრატიონის” ფარგლებში წითელი არმიის მიერ სრულიად იქნა განადგურებული,რის შემდგომაც სტალინის პირადი ინიციატივით წითელ მოედანზე მოეწყო ათასობით გერმანელი ტყვე ჯარისკაცისა და ოფიცრის “მარში” (დაახლოებით 60 000 ტყვე),რომელსაც ლენინის მავზოლეომის ტრიბუნიდან საბჭოთა ბელადთან და უამრავი ქვეყნის დიპლომატთან ერთად თვალს ადევნებდა დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი – უინსტონ ჩერჩილი.
მდუმარედ მოარულ გერმანელ ტყვეთა კოლონებს,რომელთაც ნასახიც კი აღარ შერჩენოდათ უწინდელი ძველებური რიხისა და პეწისა,წინ “მოუძღოდა” 19 ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი გენერალი,რომელთაც ჰიტლერი ძალიან ენდობოდა.საინტერესოა ის გარემოება,რომ ტყვეთა უკანასკნელ რიგებს უკან მოჰყვებოდა წყლით სავსე ვეებერთელა ცისტერნები და ასფალტის სარეცხ მანქანათა კოლონები,რომლებიც მაშინვე შეუდგნენ გერმანელ ტყვეთა ნაკვალევის წმენდასა და გადარეცხვას…
ეს იდეა,ისევე როგორც “ტყვე გერმანელთა მარშის” იდეა წითელ მოედანზე,სტალინის მიერ იყო ინიცირებული. – (ავტორი გენია.ჯი)