არისტოტელეს ოჯახის წევრების შესახებ…
ძვ.წ.აღ-ით 326 წელს ათენში გარდაიცვალა გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსისა და მეცნიერის – არისტოტელეს (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები) მეუღლე – პითიასი,რომელთანაც თანაცხოვრებაში სწავლულს ერთი გოგონა შეეძინა.გოგონას არისტოტელემ მეუღლის სახელის მსგავსად – პითიასი დაარქვა. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ,არისტოტელეს ქალიშვილი,რომელიც სამჯერ იყო დაქორწინებული,მამის გარდაცვალებამდე აღესრულა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ პითიასის პირველ მეუღლეს წარმოადგენდა ნიკანორი,რომელიც არისტოტელეს ღვიძლი დის – არიმნესტის ვაჟი გახლდათ.შესაბამისად,პითიასი პირველ ჯერზე დაქორწინებული იყო საკუთარ მამიდაშვილზე.ცნობისათვის,პითიასის მეორე მეუღლეს სპარტელი – პროკლოსი წარმოადგენდა,ხოლო მესამე მეუღლეს კი პროფესიით ექიმი – მეტროდორე.
გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე,არისტოტელეს მეუღლემ ანდერძად დაიბარა,რომ მისი ქმარი სიკვდილის შემდგომ მისივე გვერდით დაეკრძალათ,რაც აღსრულებული იქნა კიდეც დიდი ძველ ბერძენი ფილოსოფოსის თხოვნით.თუმცა ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ არისტოტელემ ცოლის გარდაცვალებისთანავე სასიყვარულო რომანი გააბა თავისივე მონა ქალთან,სახელად – ჰერპილისთან,რომელთანაც ვაჟი შეეძინა.მას მამის საპატივცემულოდ არისტოტელემ – ნიკომაქე დაარქვა.მოგვიანებით ფილოსოფოსმა თავის ვაჟს თხზულებაც უძღვნა,სახელწოდებით – “ნიკომაქეს ეთიკა”. (ავტორი გენია.ჯი) როგორც მეათე საუკუნეში გამოცემული ბიზანტიური ენციკლოპედია იუწყებოდა,ნიკომაქე გამოჩენილი ძველ ბერძენი ფილოსოფოსისა და სწავლულის – თეოფრასტეს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მოწაფეს წარმოადგენდა.საუბედუროდ,არისტოტელეს ვაჟი ჯერ კიდევ ყმაწვილურ ასაკში დაიღუპა ერთ-ერთი ბრძოლის მიმდინარეობის დროს.ასე რომ,ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელის ცხოვრება ერთობ ტრაგიკული მოვლენებით იყო აღსავსე. – (ავტორი გენია.ჯი)