“დამაკვირდი”

1. “ეჰ,ამ ცხოვრებას ჩვენ ვერ შევცვლით,მხოლოდ ესაა,ჩვენი სინდისის წინაშე თუ ვიქნებით მართალნი, – მეტი არაფერი მოგვიხერხდება”. – სიმონ ყაუხჩიშვილი

* * *

2. “თავგანწირვა თუ შეგიძლიან,უბედურიც აღარ უნდა გეთქმოდეს ამა ამაო წუთისოფელში”. – ოთარ ჩხეიძე

* * *

3. “ზოგჯერ გულით გვინდა მამაცები ვიყოთ,მაგრამ რაღაცის გამო,ვიღაცის შიშითა და ხათრით ლაჩრის დონემდე დავდივართ”. – ვიაჩესლავ მოლოტოვი

* * *

4. “ჩვენში,ადამიანებში ასეა საერთოდ,ჩვენ ადამიანებს,იმის მიხედვით ვაფასებთ,თუ როგორ აფასებს მას ძლიერნი ამა ქვეყნისანნი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

5. “არ შეიძლება ერთიდაიგივე შეკითხვას ორნაირი პასუხი გაეცეს”.

* * *

6. “ყველაზე სახიფათო შეცდომაა,როცა ფიქრობ,რომ პოლიტიკა პირად დამოკიდებულებაზე უნდა ააგო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

7. “უპირველეს ყოვლისა,კაცს არ შეშვენის ბევრი ლაპარაკი.მისი სიტყვა მოკლე უნდა იყოს,მაგრამ ქვასავით მაგარი და დამაჯერებელი.ქალთან ბევრი თუ ილაპარაკე წასულია შენი საქმე.თავი ამაყად უნდა დაიჭირო.უნდა თქვა მხოლოდ: ხო,არა,შესაძლებელია.ათასი სიჭკვიანისა და სისულელის გაფიქრება შეგიძლია,მაგრამ ზედმეტი სიტყვა არ უნდა დაგცდეს”. – გურამ დოჩანაშვილი

* * *

8. “ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

9. “ის,რისი განადგურებაც გიწევს,უნდა გაანადგურო დაუყონებლივ”. – ვალენტინ რასპუტინი

* * *

10. “მე მანამ მეყვარები შენ,სანამ მჭირდები”, – აი რეალობის ჭეშმარიტი ლოზუნგი”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>