წმინდა მაკარი დიდი ეგვიპტელი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,სათნო ბუნებითა და ასკეტური ცხოვრების წესით გამორჩეული “სულიერი საუბრების” ავტორი – წმინდა მაკარი დიდი ეგვიპტელი (300-391 წლები) მთელი თავისი შეგნებული და ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა,რომ არა მხოლოდ არ მოეკლა არც ერთი სახის სულიერი არსება,არამედ ელემენტარული ზიანიც კი არ მიეყენებინა მათთვის. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ერთ დღეს,მან სრულიად ინსტიქტურად მოკლა კოღო,რომელიც მის სხეულს გამუდმებით კბენდა.აღნიშნულმა ფაქტმა ანუ სულიერი არსების მკვლელობამ იმდენად დიდი გავლენა იქონია წმინდა მაკარზე,რომ მან გადაწყვიტა ჩადენილი ცოდვა და დანაშაული ერთი ასად გამოესყიდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ქრისტიანი წმინდანი გაემგზავრა ჭაობიან ადგილას.თავის მხრივ კი,ყველასათვის ნათელია,რომ დაჭაობებულ ადგილებში განსაკუთრებით ფართოდ არიან გავრცელებული კოღოები და სხვა სახის მწერები.სრულიად შიშველმა წმინდა მაკარმა ექვსი თვის განმავლობაში იცხოვრა ჭაობში ისე რომ,კოღოებისა და სხვა მწერების კბენისაგან თავი არაფრით დაუცავს.როდესაც წმინდანი უკან დაბრუნდა,იგი იმდენად იყო დასახიჩრებული და დასიებული მწერების ნაკბენებისაგან რომ,მხოლოდ ხმაზეღა იცნეს. – (ავტორი გენია.ჯი)