სანტიაგო გამბოა
სანტიაგო გამბოა - დაიბადა 1965 წელს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში.იგი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო კოლუმბიელი მწერალი.ლიტერატურის შესწავლა იეზუიტთა კერძო უნივერსიტეტში დაიწყო (ბოგოტაში),საიდანაც მალევე გადავიდა ესპანეთში,სადაც ჩააბარა ალკალა-დე-ენარესის უნივერსიტეტში.მოგვიანებით კი ფილოლოგიის შესწავლა დაიწყო მადრიდში მდებარე ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფო უნივერსიტეტში,სახელწოდებით: “კომპლუტენსეს უნივერსიტეტი”.სორბონის ცნობილ უნივერსიტეტში კი სრულყოფილად დაეუფლა კუბელი ლიტერატორების შემოქმედებას.პარიზში ყოფნის დროს,სწავლის პარალელურად მუშაობდა ფრანგულ რადიოში,ლათინოამერიკულ განყოფილებაში,სადაც გადაცემები მიჰყავდა ლიტერატურისა და კულტურის თემებზე (1993-1997 წლებში).ამის პარალელურად მუშაობა დაიწყო ყველაზე ცნობილ კოლუმბიურ ყოველდღიურ გაზეთში “El Tiempo”-ში.მოგვიანებით სამუშაო ვიზიტით ეწვია პეკინს,რა დროსაც 2001 წელს დაწერა წიგნი “ოქტომბერი პეკინში”. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა სანტიაგო მუშაობდა “იუნესკო”-ში,სადაც იგი მრჩეველი გახლდათ კოლუმბიისა და ინდოეთის კულტურის განყოფილებებისა.პირველი რომანი სანტიაგო გამბოასი 1995 წელს გახლდათ “გადაშლილი გვერდები”,რომელსაც კრიტიკოსებმა კოლუმბიური ლიტერატურის აღმოჩენა უწოდეს.1997 წელს აქვეყნებს მის მეორე ნამუშევარს “წაგება – ტექნიკის საქმეა”,რომელიც თარგმნილ იქნა მსოფლიოს სხვადასხვა 15 ენაზე.2004 წელს სერხიო კაბერას მიერ სანტიაგო გამბოას ნაწარმოებების მიხედვით იქნა გადაღებულ იქნა ფილმი.მის კალამს გარდა ზემოთ აღნიშნული ნაწარმოებებისა ეკუთვნის: “თვითმარქვიები”,”ბოგოტას ალყა”,”ნეკროპოლი”,”ულისეს სინდრომი” და სხვა ნაწარმოებები. (ავტორი გენია.ჯი) სანტიაგო გახლავთ მრავალი საერთაშორისო პრემიების ლაურეატი ლიტერატურაში.დღესდღეობით სანტიაგო გამბოა ცხოვრობს იტალიის დედაქალაქ რომში და კვლავაც აქტიურად არის ჩართული ლიტერატურულ სამყაროში.