მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა – “ეპიზოდი”

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა (1202-1204 წლებში),რომელიც დაგეგმილი გახლდათ ეგვიპტის წინააღმდეგ და, რომელიც ვენეციელი ვაჭრების მზაკვრული გეგმის შედეგად ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ იქნა შემობრუნებული,კონსტანტინოპოლის ალყით,მისი აღებითა და ამ უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქალაქის საშინელი ძარცვა-გლეჯით გამოირჩა ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი) ლათინთა იმპერიის მომავალი პირველი იმპერატორის ბალდუინ I ფლანდრიელის უშუალო ბრძანებით კონსტანტინოპოლი ჯვაროსნების მიერ პირწმინდად გაიძარცვა.ქალაქში გაჩაღებული საშინელი ძარცვა-გლეჯა კი ყველაზე დეტალურად აქვს გადმოცემული ცნობილ ბიზანტიელ ისტორიკოსსა და მწერალს – ნიკიტა ქონიატესს (1155-1213 წლები).იგი იუწყებოდა,რომ კონსტანტინოპოლში შეჭრილმა ჯვაროსნებმა ნამდვილი ბარბაროსობა გამოიჩინეს ისეთი ქრისტიანული სიწმინდის მიმართაც კი,როგორიც გახლდათ – “აია-სოფიას ტაძარი”: კონსტანტინოპოლის დამპყრობებმა გაანადგურეს და მცირე ნაჭრებად აქციეს ამ უნიკალური ქრისტიანული ტაძრის წმინდა საკურთხეველი,რომლის ნაწილებიც შემდგომ თავიანთ თანამებრძოლებს ჩამოურიგეს.თუმცა ქონიატესი ყველაზე დიდ ყურადღებას მაინც ჯვაროსანთა მიერ ერთ ყველაზე მეტად აღმაშფოთებელ და მკრეხელურ ქმედებაზე ამახვილებდა: მათ ბიზანტიის საპატრიარქო ტახტზე იძულების წესით დასვეს სრულიად შიშველი მეძავი,რომელიც ასევე იძულების წესით ჯერ ამღერეს,ხოლო შემდგომ კი ტახტზევე აცეკვეს.როგორც ბიზანტიელი ისტორიკოსი იუწყებოდა,ეს ამაზრზენი სანახაობა ჯვაროსნების მხრიდან დიდი ჟრიამულისა და სიცილ-ხარხარის ფონზე მიმდინარეობდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>