პუბლიუს ვერგილიუს მარონი – “რომი! რომი!”
მანტუაში დაბადებულ ერთ-ერთ უდიდეს რომაელ პოეტს – პუბლიუს ვერგილიუს მარონს (ძვ.წ.აღ-ით 70 – 19 წლები),რომელსაც “მანტუელ გედს” უწოდებდნენ,რომის იმპერატორის – გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის ბრძანებით მიწები ჩამოართვეს,რამაც იგი იძულებული გახადა სამართლის საძიებლად “მარადიული ქალაქის” გზას დადგომოდა. (ავტორი გენია.ჯი) რომის გზაზედ მიმავალმა გაღიზიანებულმა ვერგილიუსმა კი “მარადიული ქალაქის” შესახებ შემდგომი სიტყვები წარმოთქვა:
“რომი! რომი! სწორედ რომიდან მოვიდა ბრძანება,რომ ჩემთვის,პუბლიუსისათვის მიწა წაერთმიათ.ოქტავინუსს მიწები თავისი მეომრების დასასაჩუქრებლად სჭირდება.რა ესმით მიწისა ამ რომაელებს? მოუფშვნეტიათ იგი ხელის გულზე? გაუტარებიათ გუთანი? ოფლით თუ მოურწყავთ? მეხისგან გაპობილი მუხის ჩრდილში თუ წოლილან? ანდა თხები თუ უმწყემსიათ თხილიანში? მათთვის,ვინც დღედაღამეს ქეიფსა და დროსტარებაში ატარებს,მიწას არც ფერი გააჩნია და არც სუნი.ისინი ვერც მის სულს გრძნობენ.ჰოდა ამ რომაელებზეა დამოკიდებულიო მიწათმოქმედთა ბედ-იღბალი.მათ,თუკი მოისურვებენ,შეუძლიათ დამიბრუნონ ჩემი მიწა.მაგრამ რითი მოვინადირებ მე მათ გულს? მჭერმეტყველებით? მე ხომ მჭერმეტყველი არა ვარ.არც რიტორთა სკოლა მაქვს დამთავრებული ნაცნობობით.არც დიდგვაროვანი ნათესავები და მფარველები მყავს.ლექსებით? მაგრამ გაიგებენ კი რომაელები გულუბრყვილო სოფლურ ჰანგებს?” – (ავტორი გენია.ჯი)