“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. “ბოროტებას გასაქანი არ უნდა მისცე,ტყავის ტომარაში უნდა გამოამწყვდიო და მოაშორო შურიან ადამიანებს! თუ არა და, ქვეყნიერება დაიღუპება,როგორც ოდისევსის ხომალდი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “ქალთან კამათი ძნელია.შეიძლება ზღვასავით უცებ აღელდეს,მისი ჭკუისას რას გაიგებ.ხოლო ამ ქალს თუ ნებისყოფაც მტკიცე აქვს,ჯობია,დამორჩილდე,თუ გინდა უბედურებას არ გადაეყარო”.
* * *
3. “შემოქმედი ადამიანი ყველაზე ნაკლებად ზრუნავს სარგებელზე.მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მისივე ქმნილებაა”.
* * *
4. “ვისაც სიცილი არ უყვარს,იგი სხვასაც აღონებს”.
* * *
5. ” – ყოველი ჩვენგანი თავისი მიწა-წყლის,თავისი ხალხის მონაა”.
* * *
6. “დესპოტიზმი იმიტომ ზღუდავს ხელოვნების ასპარეზს,რომ ერთ პიროვნებას აქვს მიკუთვნებული უფლება,იყოს უდიდესი და უკვდავი,ყველა დანარჩენს კი ეს უფლება წართმეული აქვს”.
* * *
7. “მართლაც,რა იქნებოდა,ადამიანს თვალის დახუჭვა რომ არ შეეძლოს – სხვაზე,ახლობელზე,გარეთ და გვერდით მყოფზე და, რაც მთავარია,საკუთარ თავზე”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
8. “სულ უბრალო ძონძს ვერ გამოგლეჯ ძაღლს პირიდან და კაცს ზნეს წაართმევ?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. “რასაც მთვრალი ერთ წუთში ჩაიდენ,იმას მთელი სიცოცხლე ვერ მოახერხებ ფხიზელი”.
* * *
10. “ავიღე პირი და ვილაპარაკე სიმართლე,არაფერი დავმალე და მერე რა!.. დავრჩი თავღია ორმოსავით… სანამდე მიწა მეყარა,სანამდე პირი დამუწული მქონდა,ავს ვინახავდი გულში თუ კარგს,მაინც საინტერესო ვიყავი.ახლა,ჩემი ნათქვამით,ჩემი გამხელილით,ჩემი გულწრფელობით,ჩემზედა ხარობენ.რა არის სიმართლე,გულწრფელობა? რა სამსახურის გაწევა შეუძლიათ ადამიანისათვის? არავითარი! მართალი და გულწრფელი შეიძლება ბრიყვიც იყოს,გიჟიც და სულელიც,როცა კაცში დეფექტი მასზე გაცილებით მეტია”.