რატომ უწოდებდნენ “ბითინიას დედოფალს” გაიუს იულიუს კეისარს?

ძალიან რთული წარმოსადგენია,თუმცა ფაქტია,რომ რომის ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ მოღვაწეს,მხედართმთავარს,რეფორმატორსა და დიქტატორს – გაიუს იულიუს კეისარს (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები) მისი მრავალი პოლიტიკური მოწინააღმდეგე ერთობ დამცინავი – “ბითინიას დედოფლის” თიკუნით (მეტსახელით) მოიხსენიებდა. (ავტორი გენია.ჯი) რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ანტიკური ხანის რომში ფართოდ იყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ,რომ 20 წლის ასაკში მყოფი გაიუსი ბითინიის მერვე მეფის – ნიკომედე IV ფილოპატორის მეტად გასაიდუმლოებული საყვარელი გახლდათ.კეისრის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ირწმუნებოდნენ,რომ ეს ამაზრზენი ფაქტი ძვ.წ.აღ-ით 80 წელს გამოვლინდა.იმ პერიოდისათვის გაიუსი ბითინიაში (ისტორიული ოლქი მცირე აზიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში,თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე) რომის სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას ასრულებდა.რამდენად შეესაბამებოდა ეს ფაქტი სიმართლეს დღემდე ზუსტად დადგენილი არ არის,თუმცა მეტად საყურადღებოა ის,რომ გაიუსსა და ნიკომედე IV ფილოპატორის საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობებს თავის ქმნილებაში – “12 კეისრის ცხოვრება”,ადასტურებდა ისეთი სახელოვანი რომაელი ენციკლოპედისტი,ისტორიკოსი და მწერალი,როგორიც გახლდათ – გაიუს სვეტონიუს ტრანკვილიუსი. – (ავტორი გენია.ჯი)

ნიკომედე IV ფილოპატორი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>