სად დაწერა “მერვე სიმფონია” დიმიტრი შოსტაკოვიჩმა?
გამოჩენილმა რუსმა კომპოზიტორმა და პიანისტმა – დიმიტრი შოსტაკოვიჩმა (1906-1975 წლები) 1943 წლის ზაფხულში დაწერა “მერვე სიმფონია”,რომელსაც მოგვიანებით შოსტაკოვიჩის კომპოზიტორმა მეგობარმა – ისააკ გლიკმანმა – “ყველაზე ტრაგიკული მუსიკალური ნაწარმოები” უწოდა (რიგმა მუსიკათმცოდნებმა კი აღნიშნულ ქმნილებას – “ღვთაებრივი ტრაგედია” უწოდეს). (ავტორი გენია.ჯი) კომპოზიტორმა “მერვე სიმფონიის” დაწერა “ივანოვოს შემოქმედებით სახლში” დაიწყო.თუმცა,როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი – არამ ხაჩატურიანი იგონებდა,ყოველ ჯერზე,როდესაც დიმიტრი სამუშაოდ დაჯდებოდა,მის ირგვლივ ბავშვები იწყებდნენ თავმოყრას და თამაშს,რის გამოც მას მუშაობაში ხელი ეშლებოდა (ასევე უშლიდა ხელს ბავშვები მუშაობაში იმ პერიოდში “ივანოვოს შემოქმედებით სახლში” მყოფ უკრაინელ კომპოზიტორს – რეინგოლდ გლიერს).ბავშვები შოსტაკოვიჩს არც მაშინ ტოვებდნენ,როდესაც იგი “ივანოვოს შემოქმედებითი სახლის” ეზოში ცდილობდა განმარტოებას.საბოლოო ჯამში,კომპოზიტორმა გამოსავალი მაინც იპოვა.ხაჩატურიანი იგონებდა: “ყოველ დილით ჩვენ-ჩვენს სამუშაო ადგილზე მივდიოდით.ამ დროს კი შოსტაკოვიჩი “საქათმეში”,ხოლო გლიერი – “თონეში” იკეტებოდნენ,სადაც მათ ბავშვები მუშაობაში ხელს ვეღარ უშლიდნენ”.შესაბამისად,დიმიტრი შოსტაკოვიჩს,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,თავისი შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური ნაწარმოების დაწერა - “საქათმეში” მოუხდა. – (ავტორი გენია.ჯი)