რუდოლფ ფონ ალტი

რუდოლფ ფონ ალტი დაიბადა 1812 წლის 28 აგვისტოს,ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ გამოჩენილ ავსტრიელ მხატვარ-აკვარელისტს.სამხატვრო ხელოვნების ნიჭი მას ბავშვობიდანვე თან დაყვა და მისი პირველი მასწავლებელი რუდოლფის მამა – იაკობ ალტი (1789-1862 წლები) იყო,რომელიც ასევე ცნობილი ავსტრიელი მხატვარი,გრაფიკოსი და ლითოგრაფი გახლდათ.1828 წლიდან კი რუდოლფი სახვითი ხელოვნების სრულყოფილად შესწავლის მიზნით ჩაირიცხა – “ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში”. (ავტორი გენია.ჯი) სწავლის  დასრულების შემდგომ მამასთან ერთად იმოგზაურა ევროპის მასშტაბით,რა დროსაც გაეცნო სხვადასხვა ქვეყნების ხელოვნებას და რაც ასახა კიდეც საკუთარ შემოქმედებაში.ამ პერიოდს უკავშირდება მის მიერ შესრულებული ნახატები: ალპების,იტალიის,ბავარიის,დუნაის ოლქისა და ბოჰემიის პეიზაჟები.რუდოლფის უმთვარეს ხატვის საშუალებას – აკვარელი წარმოადგენდა და მისი სურათები გამოირჩეოდა დახვეწილი ფორმებით. (ავტორი გენია.ჯი) რუდოლფ ფონ ალტის ფუნჯს ეკუთვნის ცნობილი ტილოს “შტეფანსდომის” დახატვა,რომელზეც გამოსახულია “ვენის წმინდა სტეფანეს სახელობის ტაძარი”.რუდოლი გარდაიცვალა 1905 წლის 12 მარტს ვენასი,სადც იქნა დაკრძალული კიდეც.მისი ნამუშევრები კი დღესაც ამშვენებენ მსოფლიოს მრავალ ცნობილ გალერეებს და დამთვარიელებელშიც დიდ მოწონებას იმსახურებენ.