ბრენდან ბიენი – “ეპიზოდი”
ცნობილმა ირლანდიელმა მწერალმა და ჟურნალისტმა - ბრენდან ბიენმა (1923-1964 წლები),რომლის ბიძა გახლდათ ავტორი ირლანდიის ეროვნული ჰიმნის მუსიკისა,ხოლო მშობლები კი “ირლანდიის რესპუბლიკური არმიის” აქტივისტები გახლდნენ,სკოლაში სწავლის გაგრძელებაზე ცამეტი წლის ასაკში თავისი სურვილით განაცხადა უარი. (ავტორი გენია.ჯი) 16 წლის ასაკში მყოფი ბიენი ინგლისელი სამართალდამცველების მიერ იქნა დაკავებული,რადგან ინგლისში არასანქცირებულად მყოფ მოზარდს ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს.მოგვიანებით აღნიშნული ფაქტის შესახებ ბრენდანი ირონიულად ხუმრობდა: “ადამიანებს დიდი ბომბით – სახელმწიფო მოღვაწეებს უწოდებენ,ხოლო ადამიანებს პატარა ბომბით – ტერორისტებსო”.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ რამდენჯერმე ნასამართლევი ირლანდიელი მწერალი – 8 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებული ალკოჰოლიკი იყო და მას ეს თვისება აღარასოდეს მოუშლია.ნიშანდობლივია ისიც,რომ ბრენდან ბიენმა,ისევე როგორც მიგელ დე სერვანტეს საავედრამ, ო’ჰენრიმ და სხვა მრავალმა დიდმა ლიტერატორმა,თავისი ლიტერატურული მოღვაწეობა – ციხეში სასჯელის მოხდის დროს დაიწყო. – (ავტორი გენია.ჯი)