სტენდალი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალურ ფრანგ მწერალსა და ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთ ფუძემდებელს - ანრი მარი ბეილს (1783-1842 წლები),იგივე – სტენდალს,დედისაგან განსხვავებით,საშინლად სძულდა, და შეიძლება ითქვას,მტრობდა კიდეც,საკუთარი მამა – შერიუბენ ბეილი. (ავტორი გენია.ჯი) სტენდალი მამას ახასიათებდა როგორც – ფულზე გადაგებულ პირწავარდნილ პროვინციელ ბურჟუასა და ძუნწს უწოდებდა,ხოლო ზედსახელად კი – “უჯიშოს” ეძახდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ როდესაც სტენდალს დედა მოუკვდა,გულის სიღრმეში მან მამა მკვდრად მიიჩნია.გარდა მამისა,ანრი მარი ბეილს პატარაობიდანვე ძალიან სძულდა საკუთარი მამიდაც,რომელსაც “ეშმაკეულს” ეძახდა.ცნობილი ფაქტია,რომ როდესაც სტენდალის მამიდა – სერაფი გარდაიცვალა,იგი მუხლებზე დაეცა და მამიდას გარდაცვალების გამო,მადლობაც კი შესწირა.მოგვიანებით ფრანგმა მწერალმა აღნიშნული მოვლენის შესახებ შენიშნა: “- მამიდაჩემი იყო ერთ-ერთი იმ ორი ეშმაკეულიდან,ჩემს საბრალო ბავშვობაში მოჩენილი რომ მყავდაო (პირველ ეშმაკეულად სტენდალი მამამისს მიიჩნევდა)”. – (ავტორი გენია.ჯი)