ლავრენტი ბერია – “ეპიზოდი”
“სადღესასწაულო დღეებში,პარტიისა და მთავრობის გამოჩენილ მოღვაწეთა პორტრეტების დემონსტრაციაზე გამოტანა,დაწესებულების,ორგანიზაციების,ფაბრიკა-ქარხნების შენობათა ფასადებზე ამ პორტრეტების გამოკიდება საჭირო აღარ არის”. – ეს სიტყვები სტალინის გარდაცვალების შემდგომ საჯარო გამოსვლისას წარმოთქვა ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს ოდიოზური თვისებებით ცნობილმა წევრმა – ლავრენტი ბერიამ (1899-1953 წლები).შესაბამისად,ბერია გახლდათ ის პირველი სახელმწიფო ჩინოვნიკი საბჭოთა კავშირში,რომელიც საბჭოეთში ესოდენ ფართოდ გავრცელებული ბელადების სურათების საზეიმო ღონისძიებებზე მასობრივად გამოყენების წინააღმდეგ გამოვიდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ბერიას მიმართ წაყენებულ სხვა უამრავ და უმძიმეს ბრალდებებს შორის,ზემოაღნიშნული სიტყვა იქცა მისივე წინააღმდეგ წარდგენილ ერთ-ერთ ბრალდებად. – (ავტორი გენია.ჯი)