ერიხ მარია რემარკი – “ეპიზოდი”
“მწერალი,რომელიც ერთდროულად ძულდა და აღმერთებდა მთელი გერმანია”, – ასე ახასიათებენ ფაშისტური რეჟიმისაგან ამერიკის შეერთებული შტატებში იძულებით ემიგრირებულ გენიალურ გერმანელ მწერალს – ერიხ მარია რემარკს (1898-1970 წლები).როგორც ცნობილია,ადოლფ ჰიტლერის ხელისუფლებამ ამ უდიდეს გერმანელ ლიტერატორს გერმანიის მოქალაქეობა ჩამოართვა.
გავიდა დრო… დიდი გერმანელი მსახიობი ქალის – მარლენ დიტრიხის საყვარელ მამაკაცს 1967 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა შვეიცარიაში საზეიმო ცერემონიის თანხლებით გადასცა “გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საპატიო ორდენი”.მაგრამ ამ ქმედებაში “ირონიული” გახლდათ ის გარემოება,რომ ესოდენ საპატიო ორდენის მფლობელ რემარკს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ფაშისტური რეჟიმის მიერ ჩამორთმეული გერმანიის მოქალაქეობა,მიუხედავად მისი თხოვნისა,უკან არ დაუბრუნა. – (ავტორი გენია.ჯი)