რა სადღეგრძელო წარმოთქვა სტალინმა 1945 წლის 24 მაისს?
1945 წლის 24 მაისს საბჭოთა გენსეკის – იოსებ სტალინის პირადი ინიციატივით,”წითელი იმპერიის” ხელისუფლებამ კრემლში წითელი არმიისა და ფლოტის სარდალთა საპატივცემულოდ მიღება გამართა. (ავტორი გენია.ჯი) დარბაზობისას მრავალი სადღეგრძელო ითქვა,მაგრამ მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც მიღების დასასრულს,ეროვნებით ქართველი ბელადის – სტალინის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელო იყო:
“ამხანაგებო,ნება მიბოძეთ წარმოვთქვა კიდევ ერთი სადღეგრძელო! მე მინდა წარმოვთქვა ჩვენი,საბჭოთა ხალხის და უპირველეს ყოვლისა,დიდი რუსი ხალხის სადღეგრძელო.მე უწინარეს ყოვლისა,ვსვამ რუსი ხალხის სადღეგრძელოს,იმიტომ,რომ იგი არის ყველაზე უფრო გამოჩენილი ერი ყველა ერთა შორის,რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიან.
მე ვადღეგრძელებ რუს ხალხს არა იმიტომ,რომ იგი ხელმძღვანელი ხალხია,არამედ იმიტომაც,რომ მას აქვს ნათელი გონება,მტკიცე ხასიათი და მოთმინება.
ჩვენს მთავრობას ცოტა შეცდომები როდი ჰქონდა,ჩვენ გვქონდა სასოწარკვეთილი მდგომარეობის მომენტები 1941-42 წლებში.,როდესაც ჩვენი არმია უკან იხევდა,ტოვებდა უკრაინას,ბელორუსიას,მოლდავეთს,ლენინგრადის ოლქს,ბალტიისპირეთს,ჩვენს მშობლიურ სოფლებსა და ქალაქებს.ტოვებდა,რადგან სხვა გამოსავალი არ იყო… სხვა ხალხს შეეძლო ეთქვა მთავრობისათვის: – თქვენ ვერ გაამართლეთ ჩვენი მოლოდინი,გაგვეცალეთ,ჩვენ სხვა მთვარობას დავაყენებთ,რომელიც ზავს შეკრავს გერმანიასთან და უზრუნველყოფს ჩვენთვის მოსვენებას.მაგრამ რუსი ხალხი არ წავიდა ამ გზით,ვინაიდან მას სწამდა და სჯეროდა თავისი მთავრობის პოლიტიკის სისწორე და გაიღო მსხვერპლი,რომ უზრუნველყო გერმანიის განადგურება… და რუსი ხალხის ეს ნდობა საბჭოთა მთავრობისადმი აღმოჩნდა ის ნდობა,ის გადამწყვეტი ძალა,რომელმაც უზრუნველყო ისტორიული გამარჯვება კაცობრიობის მტერზე – ფაშიზმზე.
მადლობა მას,რუს ხალხს ამ ნდობისთვის.
რუსი ხალხის სადღეგრძელო იყოს!” – (ავტორი გენია.ჯი)