ანრი ლუი ოგიუსტ დე მონფერანი – “ეპიზოდი”
1818-1858 წლებში სანკტ-პეტერბურგში ფრანგი არქიტექტორისა და მშენებლის – ანრი ლუი ოგიუსტ დე მონფერანის (1786-1858 წლები) ხელმძღვანელობით აგებული იქნა პეტრე დიდის მფარველად აღიარებული – “წმინდა ისააკ დალმაციელის საკათედრო ტაძარი”. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,ტაძრის არქიტექტორმა გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე შედგენილ ანდერძში რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა,რომ მისი ცხედარი გარდაცვალების შემდგომ წმინდა ისააკის ტაძარში დაეკრძალათ,თუმცა იმპერატორის – ალექსანდრე II-ის ბრძანებით მონფერანის ანდერძი აღსრულებული არ იქნა.უარის მიზეზად კი ალექსანდრემ გენიალური ფრანგი არქიტექტორის ერთობ ამაყი და ამპარტავნული ბუნება დაასახელა: მაშინ,როდესაც წმინდა ისააკის საკათედრო ტაძარში განთავსებული სხვადასხვა წმინდანების სკულპტურები ისააკის ქანდაკების წინაშე მოწიწების ნიშნად თავდახრილი სახით არიან წარმოდგენილნი,მათ შორის მყოფი ტაძრის არქიტექტორის ქანდაკებას თავი ამაყად აქვს ზეაწეული,რაც თავის მხრივ აღქმული იქნა,როგორც წმინდა ისააკის მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობა.რუსეთის იმპერიის ხელისუფლებისაგან უარის მიღებამ მონფერანის მეუღლე – ელიზა ვირჯინია ვერონიკა პიკ დებონიერი აიძულა,რომ ქმრის ცხედარი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გადაესვენებინა და მონმარტის სასაფლაოზე დაეკრძალა. – (ავტორი გენია.ჯი)
ანრი ლუი ოგიუსტ დე მონფერანი