პლინიუს უფროსი – “ეპიზოდი”

ძველ რომში,ორსულობისა და მშობიარობის პროცესს ძველი რომაელები ერთობ დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით ეკიდებოდნენ.საყურადღებო ფაქტია,რომ ანტიკური ხანის “მარადიულ ქალაქში” მშობიარობის დროს წარმოშობილი გართულებების შედეგად ბევრად უფრო მეტი მანდილოსანი იღუპებოდა,ვიდრე ბრძოლებში – მამაკაცები. (ავტორი გენია.ჯი) ამ მოვლენის გამო,რომში მუდმივად იდგა პრობლემა დასაქორწინებელი მანდილოსნების დეფიციტისა.”მარადიულ ქალაქში”,სადაც მაგია და ცრურწმენა უდიდესი როლის მატარებელი იყო,ფეხმძიმე ქალებს რამდენიმე უცნაურ და უჩვეულო რჩევას აძლევდა გამოჩენილი რომაელი მწერალი-ერუდიტი და ბუნებისმეტყველი-ფილოსოფოსი - პლინიუს უფროსი (23-79 წლები).მისი ერთ-ერთი რჩევა ორსული მანდილოსნებისადმი ასეთი სახის გახლდათ: “თუკი აიღებთ ისეთ ქვას,ან მეტალს,რომლითაც მოკლულია სამი სულიერი არსება (ადამიანი,ტახი და დათვი) და მას იმ სახლის სახურავზე შემოდებთ,რომელშიც ორსული ქალი ცხოვრობს,ის ყოველგვარი გართულებების გარეშე იმშობიარებს… იმ მომავალ დედებს კი,რომელთაც სურთ შავთვალებიანი შვილები შეეძინოთ,ორსულობის პერიოდში უცილებლად უნდა იკვებონ ბიგასებრნთა ოჯახის მწერიჭამიების რიგის ძუძუმწოვარი ცხოველებით.

საყურადღებოა ის გარემოება,რომ პლინიუს უფროსი არა მხოლოდ ორსულ ქალებს აწვდიდა უცნაურ რჩევებს,არამედ იმ ადამიანებსაც ანებივრებდა თავისი უჩვეულო რეკომენდაციებით,რომელთაც სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდათ.მაგალითად,პლინიუსი სხვა ძველი რომაელი მედიკოსების მსგავსად,ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებს ურჩევდა,რომ მათ – ადამიანის ახალი სისხლი დაელიათ.ცნობისათვის,ამ მეთოდს ძველი რომაელი სწავლული ეპილეფსიისაგან განკურნების ყველაზე ეფექტურ საშუალებად მოიხსენიებდა.იმ ადამიანებს კი,რომელთაც სურდათ თავიანთი სექსუალური ვნებების ჩაცხრომა ან გაძლიერება,ისეთი შარდის დალევის რჩევით მიმართავდა,რომელშიც ხვლიკი იყო ამონავლები.

ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ პლინიუს უფროსის მეტად უცნაურ და ხშირ შემთხვევაში,ამაზრზენ რეკომენდაციებს,ანტიკურ ხანაში მრავალი რომაელი ითვალისწინებდა. – (ავტორი გენია.ჯი)

ბიგასებრნი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>