ეტრუსკები – “ეპიზოდი”
ბოლსენის ტბასთან ახლოს მდებარე ეტრუსკების ცივილიზაციის ერთ-ერთ უდიდეს დასახლებასა და პოლიტიკურ ცენტრში – ვოლსინიშში,განთავსებული გახლდათ ეტრუსკთა უმთავრესი ღვთაების – ვოლტუმნას ტაძარი,რომელშიც ძალიან ხშირად თათბირობდნენ ეტრუსკული სახელმწიფოების წარმომადგენლები. (ავტორი გენია.ჯი) ვოლსინშივე გახლდათ განთავსებული ქალღმერთ – ნორციას ტაძარი,რომლის ერთ-ერთ კედელში წილიწადში ერთხელ ეტრუსკები ლურსმანს აჭედებდნენ ხოლმე და ამით სიმბოლურად აღნიშნავდნენ ჟამთა სვლისა და ბედისწერისაგან მიყენებულ დარტყმებს.უკანასკნელი ლურსმანი,რომელიც ნორციას ტაძრის კედელში ეტრუსკებმა ჩააჭედეს, ძვ.წ.აღ-ით 265 წლით თაღიღდება.
ცნობისათვის,აღნიშნულ წელიწადს აჯანყდნენ მონები,რომლებმაც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს – გამარჯვებას მიაღწიეს და ძალაუფლება იგდეს ხელთ.გამარჯვებულებმა კი,თავის მხრივ,ვოლსინისში აკრძალეს თავისუფალ მოქალაქეთა შეკრება-დღესასწაულები,ისინი გახდნენ სენატის წევრები,ცოლად შერთვა დაიწყეს დიდგვაროვანი ქალიშვილების,შეცვალეს მემკვიდრეობის უფლება და გადაანაწილეს მიწები.თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ არც ერთი მწერალი,ვინც ჩვენ ამ ამბავს გვაწვდის,არ ამბობს,მონებმა თავიანთი ბატონები დახოცესო.ისინი აღნიშნავდნენ იმას,რომ მათ ბატონები მხოლოდ და მხოლოდ დაიმორჩილეს. – (ავტორი გენია.ჯი)
ვოლსინიშის ნაშთები