“დამაკვირდი”
1. “ზუსტად ადამიანებივით იქცევიან ძაღლები – ჰყავთ რჩეული,რომელსაც ემორჩილებიან,ელაქუცებიან,საჭმელთან პირველს უშვებენ,ზოგჯერ უჯანყდებიან კიდეც.ჩამოაგდებენ ტახტიდან და არის ერთი შეხლა-შემოხლა… სუსტი აქაც დაჩაგრული და უუფლებოა… საძაღლეში დაუნდობლად “იღწვიან” გადაჯიშებისათვის.აქ უკვე ორი უკიდურესობა იჩენს თავს: რომელი სიკვდილი სჯობს – მტრის ხელით სიკვდილი თუ “მოყვრის” ხელით გადაგვარება?!” – თამარ გელიტაშვილი
* * *
2. “იცით,რა ყოფილა ყველაზე და ყველაფერზე ძნელი? სულიერი დეპრესია,უიმედობა,უპერსპექტივობა,მომავლის იმედის გადაწურვა,ყველაზე საშინელი მაინც ისაა,როცა იცი,ჯერ კიდევ შეგიძლია საქმის გაკეთება,როცა გინდა გამოადგე ხალხს,შენს ქვეყანას და ამის საშუალება არა გაქვს ვიღაცის კაპრიზის და უცნაურობის გამო,როდესაც იცი,არავის არ სჭირდები,არავის უნდიხარ,როდესაც ყველა გულგრილადაა შენს მიმართ განწყობილი,აი,სწორედ ესაა აუტანელი”… – გიორგი ჟუკოვი
* * *
3. “ისტორიას სათუთად გაფრთხილება ესაჭიროება.ჩვენი წარსული,ჩვენი წინაპარი კი არ უნდა ვლანძღოთ და ვაქიაქოთ,არამედ უნდა გავუფრთხილდეთ,პატივი უნდა მივაგოთ.მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გვქონდეს იმედი იმისა,რომ ჩვენი მომავალი თაობა არ გაგვლანძღავს და არ გაგვაქიაქებს”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. “მართლაც რომ მშვენიერი რამე იქნება,შინ მიდიოდე და უცებ სხვის სახლში აღმოჩნდე.შეცდომით სხვის ლოგინში ჩაწვე და დაიძინო და დილით ყველა გულიანად ჩაკოცნო,შენიანები გეგონოს.ის კი არა და, ნეტა ქვეყნად ყველა ერთმანეთს ჰგავდეს.მაშინ ყველა იმას იფიქრებს,აგერ ჩემი დედა და აგერ ჩემი მამაო,სულ ერთმანეთზე გადახვეული იქნება ხალხი,როცა არ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.ამაზე მშვენიერი რა უნდა იყოს”. – ჯერომ სელინჯერი
* * *
5. “გრძელი გზა არ ნიშნავს გადაულახავ გზას”.
* * *
6. “სიტყვა – “მათხოვარი”,სულმდაბალი არსების მოგონილია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. “რეალობა არასოდეს კითხულობს,თუ რაზე ვოცნებობთ”. – პაულო კოელიო
* * *
8. “ასეა შექმნილი ადამიანი,რომ ზოგჯერ იქ შედის,სადაც სრულიად არ სურს”. – ალექსანდრე ვინოგრადოვი
* * *
9. “სიკვდილი ადამიანის ჩვეულებრივი ხვედრია”. – ლუი შპორი
* * *
10. “სამი რამ ამშვენებს კაცს: მარილიანი სიცილი,ტკბილი ხმა და მოხდენილი სიარული.
სამი რამ ამხიარულებს კაცს: საიდუმლო ტრფიალი,მოვალეობის გასტუმრება და მონობიდან თავის გამოხსნა.
სამი რამ ჩაგრავს კაცს: პირველს ვერ ვიტყვი,მეორეს არ მათქმევინებენ და მესამეს ვერ გავბედავ”. – აკაკი წერეთელი – (ავტორი გენია.ჯი)