კლაუდია კარდინალე – “ეპიზოდი”
“მე იტალიელი ვარ,თუმცა დავიბადე აფრიკაში.ამიტომ,ვფიქრობ,რომ ჩემში რაღაც არის პრიმიტიული (პირველყოფილი).მე აბსოლუტურად არა ვარ არისტოკრატი,მე სხვა ვარ.ფედერიკო ფელინი იმასაც კი მეუბნება,რომ მიწამ მშობა”, – წერს ტუნისში დაბადებული გენიალური იტალიელი მსახიობი ქალი – კლაუდია კარდინალე. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომ უწოდებენ მას – “ტუნისის ყველაზე ლამაზ იტალიელ ქალს”.კარდინალეს ღვთაებრივი სილამაზე ატყვევებდა ისეთ ცნობილ ადამიანებს,როგორებიც იყვნენ – მარჩელო მასტროიანი,შონ კონერი,ჟან-პოლ ბელმონდო და სხვები.ბრიჯიტ ბარდოს უახლოესი მეგობრის მიმართ თავის სიმპათიას ვერ მალავდნენ კინემატოგრაფიის ლეგენდები – მარლონ ბრანდო და ალენ დელონი.ცნობილი ფაქტია,ალენ დელონმა სანაძლეოც კი დადო ვისკონტისთან იმის შესახებ,რომ ოდესღაც კარდინალე მასთან სარეცელს გაიყოფდა.თუმცა დამარცხდა…
“მე არასოდეს ვფლირტაობ”, – აცხადებს კლაუდია, და თუკი მის ბიოგრაფიას კარგად გავეცნობით,აღმოვაჩენთ,რომ ამ სიტყვებში მართლაც არის მისი ჭეშმარიტი ბუნება ჩაქსოვილი. – (ავტორი გენია.ჯი)