ფრაზეოლოგია “არჩევნების” შესახებ…

1. “არჩევნები: როგორი უცნაური სურათია – მონა ირჩევს ბატონს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. “საარჩევნო ბიულეტენი ტყვიაზე ძლიერია”. – აბრაამ ლინკოლნი

* * *

3. “არჩევნებში ერთადერთი ვინც მარცხდება – ამომრჩეველია”. – ედგარ ჰოუ (ავტორი გენია.ჯი)

* * *

4. “იქ,სადაც სრულდება ყოველწლიური არჩევნები,იწყება მონობა”. – ჯონ ადამსი

* * *

5. “პოლიტიკოსების უნიჭობასა და უვიცობას ამომრჩეველთა სისულელე ამართლებს და აბათილებს”. – სერგეი ლოზუნკო

* * *

6. “ჩვენ იმათზე გონიერები ვართ,ვისაც ვირჩევთ”.

* * *

7. “ცუდ ხელისუფლებას ირჩევს ის კარგი ადამიანები,რომლებიც არჩევნებზე არ მიდიან”. – ჯორჯ ჯინ ნეითანი

* * *

8. “არჩევნებისა და ქორწინების შემდგომ იშვიათად იღებ იმას,რაც გსურდა”. – უილ როჯერსი

* * *

9. “დიქტატურის ერთადერთი ღირსება: არ არის საჭირო საათების განმავლობაში უჯდე რადიომიმღებს,რათა ელოდო არჩევნების შედეგებს”. – ფრანსუა მორიაკი

* * *

10. “რომ არა საარჩევნო კამპანია,ხალხი ვერ გაიგებდა ბევრი ისეთი ნაძირალის არსებობას,რომლებიც მათ რიგებში ცხოვრობს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება