რაგნაროკი (სკანდინავიური ღმერთების აღსასრული)
რაგნაროკი – სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენდა ღმერთებსა და ქტონიკურ ურჩხულებს შორის გამართული სასტიკი ბრძოლის შედეგს,რასაც თან მოჰყვა ღმერთების დაღუპვა და სამყაროს აღსასრულის დასაწყისი.ეს იყო ბრძოლა,სადაც გამარჯვება ვერც ერთმა მხარემ ვერ მოიპოვა. (ავტორი გენია.ჯი) ვიგრიდრის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სკანდინავიური მითოლოგიის ღმერთები,რომლებიც სიკეთესთან ასოცირდებოდნენ და ქტონიკური ურჩხულები,რომლებიც ბოროტებასთან სიმბოლირდებოდნენ.უზენაესი ღმერთის – ოდინის უფროსი ვაჟი და ელვისა და ქუხილის ღმერთი – თორი ზღვის უზარმაზარ გველს – ერმუნგანდს შეებრძოლა და მიუხედავად იმისა,რომ დაამარცხა იგი,თავადაც ბრძოლის ველზე დაეცა ერმუნგანდის ძლიერმოქმედი შხამით მოწამლული; ზაფხულისა და ნაყოფიერების ღმერთი – ფრეირი ცეცხლოვან გოლიათსა და ცხრა სამყაროდან ერთ-ერთის – მუსპელჰეიმის მმართველს – სურტს დაუპირისპირდა და მანაც აღსასრული ჰპოვა; ღმერთებისა და სამყაროს ხის მეურვე – ჰეიმდალი ცეცხლის ღმერთს – ლოკესთან ბრძოლაში დაეცა; სიმამაცისა და ვაჟკაცობის ღმერთი – ტიური მკვდართა საუფლოს – ჰელჰეიმის მცველ გიგანტურ ოთხთვალიან ძაღლს – გარმს (ცერბერის ანალოგი) შეებრძოლა,რასაც ორივე მათგანის დაღუპვა მოჰყვა თან; და რაც ყველაზე მთავარია,უზენაესი ღმერთი – ოდინი შთანთქა უზარმაზარმა მგელმა – ფენრისმა,რომელიც თავის მხრივ მოკლული იქნა შურისძიების ღმერთის – ვიდარის მიერ.შესაბამისად,არსებობა შეწყვიტა ოდინის სრულმა მოდგმამ.როგორც ზემოთ ავღნიშნე,სკანდინავიური მითოლოგიის ღმერთებსა და ჩრდილოეთიდან გემებით მოსულ ბოროტ ძალებს შორის გამართულ სასტიკ ბრძოლას გამარჯვებული არ ჰყოლია.ბრძოლის დასასრულს სამყარო ცეცხლის ალში გაეხვია… (ავტორი გენია.ჯი)