ალექსანდრე მაკედონელი – “ეპიზოდი”
დარიოსთან ბრძოლების პერიოდში (ძვ.წ.აღ-ით 331 წელს),ალექსანდრე მაკედონელმა შეიტყო,რომ მისი მასწავლებელი – არისტოტელე თავისი “მეტაფიზიკის” გამოქვეყნებას აპირებდა,რომელშიც განხილული გახლდათ ის ფილოსოფიური საკითხებიც,რომელსაც მას იგი მიესაში ასწავლიდა.მაკედონელი შეაძრწუნა იმ გარემოებამ,რომ ის,რაც მას აქამდე ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნდა,მისივე მასწავლებელს ფართო საზოგადოებისათვის უნდა გაეცნო.სწორედ ამის გამო მისწერა აღშფოთებულმა ალექსანდრემ არისტოტელეს ერთგვარი შეკითხვით: “როგორ შევძლებ სხვებს ვაჯობო,თუკი,მე რომ ვსწავლობდი,ის დოქტრინა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება?” – (ავტორი გენია.ჯი)