იოან ჯეიმს ტაილერი – “მწუხარების ლოცვა”
1851 წელს ლონდონში გამოიცა ღირსი მამის - იოან ჯეიმს ტაილერის რელიგიური ჟანრის ქმნილება,სახელწოდებით – “რწმენის და მოვალეობის ასპექტები”,სადაც ერთ თავში,რომელსაც “მწუხარების ლოცვა” ჰქვია,ავტორი შემდეგ აზრს ანვითარებს:
“ქრისტიანობა მწუხარების რელიგიაა და გვიხსნის: “ხეიბარი ან ავადმყოფი ბავშვი შინაურების ყველაზე დიდი საწუხარია,მაგრამ იგრძნობენ თუ არა,როგორ მიენდობა მათ ბავშვი,ის უმალვე დიდი ინტერესის ობიექტი ხდება და რამდენ სათუთ და გულწრფელ გრძნობას დააფრქვევენ ხოლმე”.როცა ბავშვი კვდება,”გული იგებს,რა არის მწუხარების ლოცვა”.ვისაც დანაკარგის სიმწარე გამოუცდია,”კარგად ეცოდინება,რომ იმ მომენტში გულში დამალული რწმენა მთელი სიძლიერით გამოაშკარავდება,გაიზრდება თქვენი სურვილის შესაბამისად,შეგმატებთ ძალას,რომ თქვათ: “მამაო ჩვენო,იყავნ ნება შენი”.არასოდეს ისე ძვირფასი არ არის საყვარელი ბავშვი ჩვენთვის,როგორც მაშინ,როდესაც სიკვდილი ჩვენ შორის შავ ფარდას ჩამოაფარებს”. – (ავტორი გენია.ჯი)