“დითირამბების სიმღერა” – (ეპიზოდი)
ალბათ,ყველას გაგვიგონია გამოთქმა, – ამა თუ იმ ადამიანს “დითირამბებს უმღერიანო”.რა არის დითირამბი? და საერთოდ,ვისზე უნდა ემღერათ იგი? (ავტორი გენია.ჯი)
როგორც აღმოჩნდა,დითირამბებს,რომლებიც თავის მხრივ,წარმოადგენდა მევენახეობისა და მეღვინეობის ღმერთ დიონისეს პატივსაცემად სამღერ საკულტო გუნდურ სიმღერებს,ჯერ კიდევ ძველი ეპოქის საბრძნეთში დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში მღეროდნენ. და მღეროდნენ მაშინ,როდესაც რთველი დასასრულს უახლოვდებოდა.დიონისესადმი მიძღვნილი დღესასწაულის – “ბაკქანალიის” დროს მეღვინეობის ღმერთის სადიდებლად მისი მეგზურების ტანისამოსით მოსილი გუნდები მღეროდნენ დიონისეს სადიდებელ და საქებარ ჰიმნებს,რომლებიც გახლდათ კიდეც დითირამბები.
ეს იყო ძველად…
თანამედროვე ეპოქაში კი ,იმ ადამიანზე,რომელსაც დაუმსახურებლად აქებენ და ადიდებენ,იტყვიან ხოლმე: – “დითირამბებს უმღერიანო”. – (ავტორი გენია.ჯი)