ჟან ჰიუბერი – “ეპიზოდი”
ჟან ჰიუბერი (1721-1786 წლები) – წარმოადგენდა იმ გამოჩენილ შვეიცარიელ მხატვარსა და სილუეტისტს,რომელმაც სახელი გაითქვა გენიალური ფრანგი განმანათლებლის,ფილოსოფოსისა და მისი უახლოესი მეგობრის – ვოლტერის სურათების სერიის შექმნით. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ვოლტერისა,ჰიუბერი ასევე იცნობდა და მეგობრობდა იმ პერიოდის ისეთ სახელოვან ადამიანებთან,როგორებიც გახლდნენ – დენი დიდრო,იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე და ჟან ანტუან კონდორსე.მას შემდგომ,რაც 1756 წელს ვოლტერი ჟენევაში დასახლდა,დიდმა ფრანგმა მხატვარმა დაიწყო თავისი მეგობრის ყოველდღიური ცხოვრების სურათებისა და სილუეტების სერიის დახატვა,რომელსაც შემდგომ – “Voltairiade”" ეწოდა,ხოლო თავად მხატვარს კი ზედსახელად – “ჰიუბერი-ვოლტერი” უწოდეს.მოგვიანებით,ჰიუბერის მიერ ვოლტერის თემატიკაზე დახატული სურათების დიდი ნაწილი შესყიდული იქნა რუსეთის დედოფლის – ეკატერინე მეორის მიერ,რომლებიც დღემდე ერმიტაჟშია დაცული.ჰიუბერს ფუნჯსვე ეკუთვნის საყოველთაოდ ცნობილი სურათის – “ჭადრაკის მოთამაშე ვოლტერი მამა ადამთან” დახატვა.როგორც ცნობილია,ვოლტერს განსაკუთრებით უყვარდა ჭადრაკის ინტელექტუალური თამაში.ჭადრაკში მისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე 17 წლის განმავლობაში გახლდათ იეზუიტი მამა ადამი.ჰიუბერმა თავისი ყველაზე ცნობილი ტილო - ”ჭადრაკის მოთამაშე ვოლტერი მამა ადამთან” ,ნატურიდან დახატა 1770-1775 წლებში.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ მათ შორის გამართულ საჭადრაკო დაპირისპირებას თან ახლდა რელიგიურ საკითხებზე მძაფრი პოლემიკაც.ვოლტერი ყველაზე რადიკალური ათეისტი იყო,ხოლო მამა ადამი კი მორწმუნე იეზუიტი.სწორედ ეს გარემოება მატებდა დიდ სიმძაფრეს მათ შორის გამართულ საჭადრაკო დუელს.ცნობისათვის,ის მოწყალების და,რომელიც ვოლტერის საშინელ აღსასრულს შეესწრო,აცხადებდა: “მთელი ევროპის ფულის ფასადაც კი არ ვისურვებდი,მეყურებინა ურწმუნოს აღსასრულისთვისო”. – (ავტორი გენია.ჯი)
”ჭადრაკის მოთამაშე ვოლტერი მამა ადამთან”
“ვოლტერის დილა”
“ვოლტერი ეგებება სტუმრებს”
“ვოლტერი და ცხენი”
“ვოლტერი დგამს თეატრალურ სცენას”
“ვოლტერი იყურება მარჯვნივ ჟენევის ტბისაკენ”
“ფილოსოფოსების ვახშამი”