რა უპასუხა სემიუელ ჯონსონს ჯეიმზ ბოსუელმა?
გამოჩენილმა ინგლისელმა პოეტმა,ლექსიკოგრაფმა და ლიტერატურულმა კრიტიკოსმა – სემიუელ ჯონსონმა (1709-1784 წლები),რომელიც ყოველგვარი საშუალებით ცდილობდა შოტლანდიელთა დამცირებას,შოტლანდიელთა დამცირების შანსი ხელიდან არ გაუშვა და მის მიერ 1766 წელს შედგენილ ლექსიკონში მარცვლოვანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარე – “შვრია”,შემდეგი სახით აღწერა: “მარცვლეული,რომელითაც ინგლისში ძირითადად ცხენებს კვებავენ,ხოლო შოტლანდიაში კი ადამიანებს”.
ჯონსონის მიერ შოტლანდიელთა მიმართ გაკეთებული ეს დამამცირებელი განმარტება შეუმჩნეველი არ დარჩენია დიდ შოტლანდიელ მწერალსა და მემუარისტს – ჯეიმზ ბოსუელს (1740-1795 წლები),რომელმაც სემიუელის საპასუხოდ ასეთი რამ განაცხადა: “სწორედ ამიტომ არის,რომ ინგლისში შესანიშნავი და ჯიშიანი ცხენები იზრდებიან,ჩვენში კი შესანიშნავი და დიდებული – ადამიანებიო”. – (ავტორი გენია.ჯი)
სემიუელ ჯონსონი
ჯეიმზ ბოსუელი