ჭაობის ვალაბი
ჭაობის ვალაბი – წარმოადგენს კენგურუს ოჯახის მცირე ზომის მქონე ჩანთოსან ძუძუმწოვარა ცხოველს,რომლის გავრცელების უმთავრესი არეალია ავსტრალიის კონტინენტი,კერძოდ,სამხრეთ ავსტრალიის შტატი,კუიზლენდის აღმოსავლეთით მდებარე რეგიონები და ახალი სამხრეთ უელსის შტატი. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნული სახეობის ვალაბებს ჭაობის ვალაბებად მოიხსენიებენ,ისინი სულაც არ ანიჭებენ უპირატესობას ჭაობიან ადგილებში ბინადრობას. 80 სანტიმეტრი სიმაღლისა და 65 სანტიმეტრი სიგრძის კუდის მქონე ჭაობის ვალაბები ძირითადად ბინადრობენ ტენიან ვაკეებში,რომლებიც მჭიდროდ არიან დაფარულნი ამა თუ იმ სახეობის მცენარეული საფრით.გარდა ამისა,მათი ხილვა შესაძლებელია ტყის მასივებშიც.მამრი ვალაბების სხეულის სიგრძე 85 სანტიმეტრია,ხოლო მდედრისა კი – 75 სანტიმეტრი.ზრდასრული მამრი ჭაობის ვალაბის მასა 20 კილოგრამამდე აღწევს,მდედრის კი 15 კილოგრამს.გააჩნიათ მუქი ყავისფერი შეფერილობის მქონე გრძელი და სქელი ბეწვი,ხოლო კიდურების დაბოლოებები კი (მათ შორის კუდიც) შავ ფერში აქვთ გადაწყვეტილი.მოძრაობენ და ნახტომს აკეთებენ უკანა თათებზე დაყრდნობილები.შესაბამისად,იშვიათად გადაადგილდებიან ოთხივე კიდურით.
ჭაობის ვალაბები აქტიური ცხოვრების წესს ღამით მისდევენ.იკვებებიან მარცვლეულით,ბალახით,ფოთლებით,ქერქითა და ისეთი შხამიანი მცენარეებითაც კი,რომლებითაც პირუტყვების გამოსაკვება ყოვლად დაუშვებელია.ჭაობის ვალაბების მაკეობის პერიოდი 35 – 38 დღე შეადგენს.ბადებენ ერთ პატარას (იშვიათად ორსაც).ველურ პირობებში მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 15 წელიწადს შეადგენს.საბედნიეროდ,სხვა უამრავი სახეობის ცხოველისაგან განსხვავებით,ჭაობის ვალაბები გადაშენების საფრთხის წინაშე არ დგანან. – (ავტორი გენია.ჯი)